მაკდონალდსის უახლეს კამპანიაში არც ჩვენთვის საყვარელ ბურგერებს აჩვენებენ, არც რესტორნებს და არც სახელს — McDonald’s არსად ჟღერდება… ამის ნაცვლად, Leo Burnett-ისგან იმ სახელებს ვიგებთ, რომლებიც მომხმარებლებმა დაარქვეს, რითაც კამპანიის მთავარ მესიჯს Make It Yours-საც ეხმიანებიან.
კამპანია ციფრულ სტიკერებსაც მოიცავს, რომლებზეც მაკდონალდსის ზედმეტსახელებია დატანილი.
და ამაზე ჰაინეკენის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანია ხომ არ გაგახსენდათ?! რომელშიც ვხედავთ, რომ, მაკდონალდსის მსგავსად, არ ადარდებთ, ბრენდის სახელს არასწორად რომ წარმოთქვამენ თუ კოკა-კოლა?! თვალი ბრენდინგის სპონტანურ ცვლილებებზეც რომ დახუჭეს…