6
Aug
2018

“მაკდონალდს საქართველო” საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგიისთვის დააჯილდოვეს!

6 Aug 2018

“მაკდონალდსის” საერთაშორისო ვორკშოპზე, გერმანიაში, 86 მონაწილეს შორის, “მაკდონალდს საქართველო”  საუკეთესოდ დასახელდა. მარიამ ჭანტურია სამ წელზე მეტია “მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტს უძღვება. საპატიო წოდება ქართულმა გუნდმა 40 ქვეყანას შორის მოიპოვა.

 

M: რას მოიცავდა ვორკშოპი, რომლის ფარგლებშიც გაიმარჯვეთ?

ვორკშოპი, რომელშიც 40 ქვეყნის 86 წარმომადგენელი  ვმონაწილეობდით, ითვალისწინებდა მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, კონკრეტული სამუშაო ქეისისთვის, თავის მედია გეგმით და ბიუჯეტირებით.

M: როგორი იყო მონაწილეობის ფორმატი და დავალება?

ვორკშოპი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ჯგუფს გვყავდა მომაგრებული თითო პროფესორი (რომლებიც სენიორ და ტოპ მენეჯერები არიან მაკდონალდსის სისტემაში). 3 დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც საკმაოდ სტრესული, შრომატევადი, მაგრამ საინტერესო პროცესი იყო .

M: რას ნიშნავს მოპოვებული ჯილდო თქვენთვის? ორგანიზაციისთვის?

ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს პირველი ჯილდო არ არის და ევროპის მასშტაბით, არაერთხელ გვაქვს აღიარება  მოპოვებული სხვადასხვა ნომინაციაში. ფაქტი, რომ გამოგვარჩიეს მსოფლიო მასშტაბით შერჩეულ ამდენ ადამიანს შორის, რომელთათვისაც მთავარ მიზანს ამ ჯილდოს მოპოვება წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მაკდონალდსისთვის საქართველო პატარა ბაზარია, ჩვენ ყოველთვის გამოვირჩევით  კადრების გადამზადების და მოტივაციის მაღალი ხარისხით.

M: გვიამბეთ სხვა მნიშვნელოვან ჯილდოებზეც, რაც ბოლო პერიოდში მიიღო “მაკდონალდს საქართველომ”…

„მაკდონალდს საქართველოს“ ოპერირების განმავლობაში არააერთი ჯილდო აქვს მიღებული, 2016 წელს მაკდონალდსის ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა „მაკდონალდს საქართველო“ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, 2017 წელს ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსით დააჯილდოვა, 2018 წელს, მაკდონალდს საქართველოს ბათუმის რესტორნის დირექტორი, მსოფლიოს მასშტაბით 345 კანდიდატიდან საუკეთესოდ აღიარეს, და უკვე მინიჭებული ჯილდოების ჩამონათვალში,  მარკეტინგული სტრატეგიაც აღინიშნება.

[R]

განხილვა