24
Jun
2019

„აი, რა არ მიყვარს!“ – კამპანია „მაკდონალდსის“ წინააღმდეგ

24 Jun 2019

Elit Electronics


კედლები ისევ ადგილზეა ამ დიდებულ სახლში, თუმცა აქ ყველაფერი ნაგავია: იატაკზე მიყრილი სასმელები და ადამიანები, წყალში სანახევროდ ჩაგდებული ჩოგბურთის მაგიდა… რა ხდება? ვიდეოს პირველად ნახვისას, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ მინიშნებებს ვერ შეამჩნევთ, ამიტომ მეორედ ნახავთ და ყველას თუ არა, ამათგან ნაწილს მაინც მოკრავთ თვალს: ფრის, სწრაფი კვების ობიექტის შეფუთვას, თითქმის ყველა სცენაში, ასევე, სტივ ვესტერბრუკის სახელზე ბარათს, ბუმბულებით სავსე აბაზანასა და გამდნარი ყინულის ქათმის სკულპტურას…

კადრებს თან დევს გაბრაზებული ხმოვანი შეტყობინებების ნაკადი, სადაც ამბობენ: “I’m not lovin’ it,” (აი, რა არ მიყვარს“), „ღამით როგორ გძინავს?“ „რასაც შენ აკეთებ, წამებაა..წამება, გესმის?“

90 წამიანი რეკლამა, სააგენტო Don’t Paniс-მა The Humane League-ის – არასამთავრობო ორგანიზაციისთვის შექმნა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ „მაკდონალდსი“ ძალიან ბევრ ფულს კი ხარჯავს რეკლამებში, თუმცა დახურულ კარს მიღმა, ცხოველები წარმოუდგენლად იტანჯებიან, „მაკდონალდსის“ მენიუს შემადგენლობის გამო. კამპანიის ფარგლებში შემქნილ პლატფორმაზე წერია, რომ ბრენდი ქათმებს ისე კვებავს, რომ ძალიან დიდები გაიზარდონ, ძალიან სწრაფად, იმდენად, რომ სიარული ძლივს შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებმაც გამოხატეს უკმაყოფილება ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ, „მაკდონალდსის“ წარმომადგენლებმა, მათი აზრი არ გაითვალისწინეს.

ვიდეოს კონტექსტი ასეთია: „წვეულება დამთავრდა. „მაკდონალდსი“ ქათმების ტანჯვით ნახულობდა მოგებას და უნდა ვაიძულოთ, რომ ეს მიდგომა შეცვალოს“.

The Humane League-მ „მაკდონალდს“ მანამდე მიუთითა, რომ განახლებულ სტანდარტებს დამორჩილებოდა და სახელმძღვანელოს მიჰყოლოდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 150-ზე მეტმა კომპანიამ გაითვალისწინა: „სონიკმა“, „ბურგერ კინგმა“, „საბვეიმ“ და სხვებმა.

კამპანია, ვიდეოს გარდა, სოციალურ პოსტებსა და გარერეკლამებს მოიცავს, ჰეშთეგით McGhoster და ნაჩვენებია ბაკქანალია, ბრენდის გარშემო.  რაც შეეხება ვიდეორგოლს, ერთ დღეში გადაიღო Don’t Panic-მა ტაილანდში.

კიდევ ერთი მინიშნება: მოძებნეთ სტივ ვესტერბრუკის (Steve Westerbrook ) სახელი ინტერნეტში და გუგლი გკითხავთ, სტივ ისტერბრუკს გულისხმობდოთ? (Steve Easterbrook?). ეს მაკდონალდსის CEO-ს სახელია.

CREDITS

Campaign: #McGhoster
Film Title: The Party’s Over

Client: The Humane League
Head of Campaigns:P ruElliott
Vice President, Communications: Jennifer Barckley
Director of Campaigns: Taylor Ford
Communications Manager: Hannah Yates

განხილვა