in

McDonald’s-ის სკები შვედეთში – ბრენდის ყველაზე პატარა „რესტორნები“

შვედეთში, ყველაზე პატარა „მაკდონალდსი“ ისხნება. ბრენდის საფირმო „ოქროს თაღები“, ამჯერად, არც მეტი არც ნაკლები, სკას დაამშვენებს. პროექტი მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო NORDDDB-თან ერთად შეიქმნა.

 

შვედეთში, McDonald’s-ის რესტორნების უმეტესობას ჭერში სკები აქვს მოწყობილი. სწორედ ამ ტენდენციას მიუძღვნა ბრენდმა ახალი, პატარა „რესტორნები“, სადაც ბურგერები და „ფრი“ არ გაიყიდება.  McHive („მაკდონალდსის სკა“)  ჩვებულებრივი სკებია და ფუტკრები იქ სრულფასოვანი ცხოვრება ექნებათ.

McHive-ის არქიტექტურა ძალიან საინტერესოა – კარ – ფანჯრები, სკამები და მაგიდები გარეთ, სუფთა ჰაერზე, Drive-ის კუთხე – ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ McDonald’s-ში.

 

რაც შეეხება McHive-ში „შექმნილ“ პროდუქტს, როგორც ცნობილია, „მაკდონალდსი“ თავის ქსელში გამოიყნებს.

უსაფრთხო შრომითი პირობები – ანუ Geosafety-სთან თანამშრომლობის 3 მიზეზი

აშშ-მა „ჰუავეისთვის“ ლიცენზიის შეჩერების აღსრულება 3 თვით გადადო