5
Oct
2014

McDonald’s -მა მოგონებები შეაგროვა

5 Oct 2014

Elit Electronics


დიდ ბრიტანეთში McDonald’s-ის პირველი რესტორანი 1974 წელს გაიხსნა. წელს ბრენდი ბრიტანეთში დაფუძნების 40 წელს აღნიშნავს. ამ მრგვალმა თარიღმა რა თქმა უნდა სარეკლამო კამპანიის გარეშე არ ჩაიარა.

სპეციალურად დამზადებულ საიტზე 40together.com ბრენდი მომხმარებელს მოუწოდებს მოგონებები და ის თავგადასავლები შეაგროვონ, რაც  McDonald’s -ში გადახდათ.

სარეკლამო ვიდეო სააგენტო Leo Burnett-მა გადაიღო. McDonald’s-ი ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელმაც პროდუქტის რეკლამირების გზად ადამიანის ემოციები აირჩია და თითქმის ყველა სარეკლამო კამპანიაში მთავარი თემა ურთიერთობები, ემოციები და განცდებია.

http://youtu.be/H9e5bBSg_Fc

განხილვა