“მაკდონალდსმა” თავისი ოქროსფერი ლოგოს თაღის ფორმა პრინტ კამპანიის კონცეფციის ნაწილად აქცია. კამპანია, სახელწოდებით “MMMM” ეხმიანება იმ სიმარტივესა და საკულტო ვიზუალს, რაც ბრენდს სხვებისგან განასხვავებს. ნამუშევრებში ლოგო პროდუქტის ფორმებზეა ადაპტირებული და მარტივად აღქმადია. სახელწოდება “MMMM” კი, სიმბოლურად, არამხოლოდ გემრიელს აღნიშნავს, არამედ იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ პრინტებში ლოგო მრავალჯერ არის გამოყენებული. პრინტ კამპანია, პუერტო-რიკოში, სოციალური ქსელების, გარე რეკლამის, სატელევიზიო, ციფრული და სოციალური არხების საშუალებით გავრცელდა. კამპანიაზე სააგენტო TBWA-მ იმუშავა.
რას ნიშნავს “MMMM”? – “მაკდონალდსის” პრინტ კამპანია
