ბავშვობისდროინდელ ჰეფი მილის სათამაშოებს განსაკუთრებული მაგია ახლავს თან. შეუძლია, დროში გამოგზაუროს და გაგახსენოს, რას გრძნობდი იმ დღეს, როცა ეს სათამაშო მიიღე.
ჯადოსნურ ყუთში აღმოჩენილი სათამაშოების კოლექციები დღემდე ბევრ ოჯახში ინახება.
სწორედ ამ შთაგონებით შექმნა მაკდონალდსმა გლობალური ინიციატივა – „მოგონებების კოლექცია“ და ბოლო ათწლეულების „ჰეფი მილის“ ყველაზე საყვარელი სათამაშოები საკოლექციო ჭიქებზე გადმოიტანა. ჭიქები 23 აგვისტოდან მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მაკდონალდსის საყვარელი სათამაშოების გამოჩენა ყველას გულწრფელ სიხარულს იწვევს და მათთან ერთად დროში მოგზაურობისთვის განაწყობს.
საკოლექციო გამოცემა 4 განსხვავებული დიზაინის ჭიქას აერთიანებს. თითოეულზე „ჰეფი მილის“ სათამაშოებიდან ყველაზე საყვარელი გმირებია გადმოტანილი:
- Coca-Cola Truck, 1999; McDonald’s Coca-cola Glass, 2010
- Minions, 2025; Shrek, 2007;
- Barbie, 2001; Hot Wheels 1993;
- Hello Kitty, 2019; Snoopy, 2018
შეაგროვე მოგონებების კოლექცია
საკოლექციო ჭიქის მისაღებად მომხმარებელმა სპეციალური მენიუ – „მემორი მილი” უნდა შეიძინოს. მემორი მილი 4 განსხვავებული ბურგერიდან (ბიგ მაკი, სამმაგი ჩიზბურგერი, როიალ ჩიზბურგერი, მაკქრისფი) ერთ-ერთს, სტანდარტული ზომის ფრის, სასმელსა და 4 საკოლექციო ჭიქიდან ერთ-ერთს მოიცავს.
მოგონებების კოლექცია შეზღუდული დროით გაგრძელდება – საკოლექციო ჭიქების რაოდენობა ლიმიტირებულია. კამპანიის მიზანია, მომხმარებელმა ოთხივე საკოლექციო ჭიქის შეგროვება შეძლოს. პირველი 25 მომხმარებელი, ვინც ყველა საკოლექციო ჭიქის შეგროვებას შეძლებს, მაკდონალდსისგან სიმბოლურად დასაჩუქრდება.
მიმდინარე წელს მაკდონალდს საქართველოს 25 წელი შეუსრულდა, მემორი მილის ფასიც სიმბოლურად 25 ₾-ია. ზუსტად 25 წლის წინ, 1999 წლის თებერვალში თბილისში, რუსთაველის გამზირზე პირველი „მაკდონალდსი“ გამოჩნდა. 90-იანი წლების ბოლოს თბილისის ქუჩებში „მაკდონალდსის“ შენობა განათებული ოქროს თაღითა და მაგიური M-ით ყველასთვის საყვარელი ადგილი გახდა და მაშინვე იქცა ოჯახების შეკრების ადგილად, სადაც მუდმივად ღიმილით გხვდებიან, სიხარულს გიზიარებენ და დაუვიწყარ წუთებს გჩუქნიან.
მაკდონალდსს განსაკუთრებული ემოციური ძალა აქვს. ის სხვადასხვა გზით გვიქმნის ემოციურ მომენტებს. ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ეწვიო და რომელიც უკვე 25 წელია თაობებს აერთიანებს. მოგონებების კოლექციამ მომხმარებლებს ძვირფასი მოგონებები გაუცოცხლა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ყველას, რომ მაკდონალდსის მიმართ სიყვარული არასოდეს ნელდება.
აი, რა მიყვარს 25 წელია!
[პარტნიორის კონტენტი]