McDonald’s France-მა ახალი სიურრეალისტური რეკლამა შემოგვთავაზა, რომელშიც ყველა ადამიანს რაღაც უჭირს… შიმშილის გრძნობამ შემოუტიათ ისე, რომ „კედლებზეც გავიდნენ“. ცოტათი გიჟურ მიუზიკლსაც ჰგავს, რომელშიც ბრენდი განსხვავებულ სიუჟეტებს გვაჩვენებს განსხვავებული ადამიანებით. ზოგი სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს, რადგან ჩასაცმელი არაფერი აქვს, სახეზე რაღაც გამოუვიდა ან ბავშვებს ვერ ტოვებს, ზოგიც კი სამსახურიდან, რადგან მთელი დღე რეპეტიციას უნდა დაესწროს… ხოლო გამოსავალს მაკდონალდს საკუთარი მიწოდების სერვისის M+ აპლიკაციაში ხედავს — „თუ შენ ვერ მიდიხარ McDonald’s-ში, McDonald’s მოვა შენთან“.
Home Delivery 360 კამპანიის მხოლოდ პირველი ნაწილია, რომელზეც სარეკლამო სააგენტო TBWA\Paris-მა იმუშავა.