in

„მაკდონალდს საქართველო“ კიდევ ერთ ინოვაციას, Table Service-ს ნერგავს

2018 წლის აპრილიდან, „მაკდონალდსის“ სტუმრებს შეკვეთის ლოდინი აღარ დასჭირდებათ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან მიიღებენ.

 

„პირველ ეტაპზე ინოვაცია სამ რესტორანში – გლდანში, დიღომსა და ქუთაისში (დ. აღმაშენებლის მ.) დაინერგა, შემდეგ კი, ეტაპობრივად, სხვა რესტორნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინოვაციური სერვისის პროცედურა მარტივია: სტუმარი კიოსკზე უკვეთავს სასურველ მენიუს, ირჩევს სპეციალურ დანომრილ პირამიდას, კიოსკის შესაბამის ველში უთითებს პირამიდის ინდივიდუალურ ნომერს, ანგარიშსწორებას ახორციელებს ბარათით და მისთვის სასურველ მაგიდაზე ათავსებს პირამიდას, „მაკდონალდსის“ თანამშრომელს კი, ნომრის შესაბამისად, შეკვეთა ადგილზე მიაქვს“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება „მაკდონალდსის” სტრატეგიული პრიორიტეტია, ახალი სერვისი კი მომსახურების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.

„მაკდონალდს საქართველომ” პირველი ინოვაცია სერვისში მომხმარებელს 2015 წელს შესთავაზა, როდესაც მომსახურების ახალი მოდელი დანერგა რესტორნებში. 2016 წელს, ჩვენთან კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი – შესაკვეთი კიოსკი დაინერგა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კომპანიაში განხორციელებული სიახლეები მაქსიმალურად ფოკუსირებული და მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე. ამავე მიზანს ემსახურება წლევანდელი ინოვაცია – ადგილზე მომსახურების სერვისიც. „მაკდონალდს საქართველო” ადგილობრივად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკვე რამდენიმე წელია საუკეთესო სერვისის მქონე კომპანიად სახელდება. ქართული „მაკდონალდსი“ 2017 წელს სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, ევროპის ოფისის მიერ საუკეთესოდ დასახელდა“.

დღეს, საქართველოში „მაკდონალდსის“ 13 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც 900-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათი საშუალო ასაკი კი 20-22 წელია. როგორც კომპანიაში ამბობენ, მალე კიდევ ერთი რესტორანი ბათუმში, ერას მოედანზე გაიხსნება.

[R]

“ნორმალური” არასდროს არის მოდაში! – X2-ს ვიდეორგოლი BMW-ისგან

„ვიკიპედიას“ ახალი ფუნქცია, Page Preview დაემატა