იცოდით, რომ გერმანიაში McDonald’s-ს Goldene Möwe-ს, ანუ „ოქროს თოლიებს“, უწოდებენ? აღნიშნული „ოქროს M-ს“ უკავშირდება, მაკდონალდსის ლოგოს, რომელსაც ცოტათი შემოქმედებითად თუ შეხედავთ, ჰორიზონტზე არსებულ თოლიადაც მოგეჩვენებათ… გერმანელები ამას კარგა ხანია ამბობენ და როცა McDonald’s Germany-ში Filet-o-Fish-ის სენდვიჩის რეკლამირების სურვილი გაჩნდა, სწორედ თოლიები გაახსენდათ. ამგვარად, Scholz & Friends-ის სააგენტომ გადაწყვიტა, კულტურული ინსაითი პროდუქტისთვის რელევანტური გზით გაეცოცხლებინა: