შიმშილის გრძნობა ღამის საათებში ის გამძაფრებული შეგრძნებაა, რომელიც გვიანობამდე საჭმლის ძიებას გვაიძულებს. ანუ იმ დროს, როდესაც წესით, ყველას სძინავს და ქალაქიც თითქმის სრულიად ჩაბნელებულია, მშიერი ადამიანის სახლში შუქი მაინც ანთია. McDonald’s-ის ახალ სარეკლამო პრინტ კამპანიაში მსგავსი სახლებით ბრენდის ლოგოს ფორმაა შექმნილი. ორიგინალური პოსტერებით, რომელზეც პარიზი და ბარსელონაა გამოსახული, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი თავის 24 საათიან მომსახურებას უსვამს ხაზს.
















