22
Apr
2019

„მაკდონალდს საქართველო“, გარემოს დაცვის მიზნით, ახალ სტანდარტს ნერგავს

22 Apr 2019

„მაკდონალდს საქართველოს“ ყველა რესტორანში ახალი სტანდარტი ამოქმედდა – მომხმარებელს, პლასტმასის საწრუპს, მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში მისცემენ. ამბობენ, რომ პროექტის მიზანი, ზოგადად, საწრუპების მოხმარების შემცირებაა, რაც, თავის მხრივ, „მაკდონალდსის“ გლობალური კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია.

„კომპანიის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის, „მაკდონალდსის“ მთელ სისტემაში არსებული შესაფუთი მასალები დამზადებული იქნება 100%-ით აღდგენადი, გადამუშავებადი ან სერტიფიცირებული ნედლეულის გამოყენებით. მოხარულები ვართ, რომ კომპანიის გლობალურ ინიციატივას, ევროპის ყველა ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული გარემოზე ზრუნვის ინიციატივა, ქართველ მომხმარებელშიც პოზიტიურ გამოხმაურებას ჰპოვებს და თითოეული ჩვენგანი შეეცდება, დადებითი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე,“ – ამბობს „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

„მაკდონალდსი“ რესტორნების გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში ბრენდის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, მას შემდეგ, სხვადასხვა რეგიონში, კომპანია გეგმაზომიერად ფართოვდება – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.

[R]

განხილვა