in

McDonald’s-მა ახალი მენიუს კომუნიკაციაში პოპ-კულტურის კამეო წარმოადგინა

გლობალური მაკდონალდსი ახალი მენიუს პოპულარიზაციისთვის კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც რესტორნების ქსელის ისტორიას აერთიანებს, რაც ფილმებში, ტელევიზიასა თუ მუსიკაში გამოჩენილა. ეს კი არაერთხელ მომხდარა. მაკდონალდსის უახლოეს გამოჩენას Loki-ს მეორე სეზონშიც უნდა ველოდოთ.

მაკდონალდსი აგრძელებს ბრენდის პოპ-კულტურის ნოსტალგიის ირგვლივ საუბარს. სტრატეგიის თანახმად, ქსელი აფართოებს თავისი პლატფორმა Famous Orders-ის დიაპაზონს, რომელიც ცნობილი ადამიანების სასურველ კერძებს აერთიანებს.

As Featured In Meal მიმართულია მომხმარებელთათვის მაკდონალდსის ისტორიის გაცნობაზე, რაც პოპ-კულტურას უკავშირდება. მაგალითად, “Seinfeld”-ის ეპიზოდში, უიღბლო ჯორჯ კონსტანცა მიდის ცუდ პაემანზე, რომელიც მთავრდება ფრაზით: „დიდი ხანია, ბიგ-მაკი არ მიჭამია“. კამპანიის ფარგლებში, არ დავიწყნიათ მაკდონალდსის კამეოს ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა „მეხუთე ელემენტი“ და „რეალობა იკბინება“, ასევე ანიმე „ეშმაკი მუშაობს ნახევარ განაკვეთზე“.

მაკდონალდსი ისტორიას იყენებს ახალი პროდუქტების შესახებ კომუნიკაციისთვის. ის იქნება მარველის კომიქს Loki-ს მეორე სეზონის წარდგენისას, სადაც მაკდონალდსის სტენდი აღჭურვილი იქნება 80-იანი წლების სამახსოვრო ნივთებით, რაც Disney+ პროგრამასთან პარტნიორობის ნაწილია. მაყურებლებისთვის ეს გამოცდილება მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. მომხმარებელს საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს 10-ნაჭრიან მაკნაგეთსს, ყველიან პაუნდერსა და ბიგ მაკს შორის. კერძებს მოყვება დამატებითი კოდი, საიდანაც მომხმარებლებს Snapchat-ის ექსკლუზიურ კონტენტზე ექნებათ წვდომა. ასევე, სპეციალური კოდებით ახალი პროდუქტების შეძენა შეეძლებათ, რომელიც ბრენდ Palace-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

კამპანიის კრეატიულ ნაწილზე მუშაობდნენ: Wieden + Kennedy New York, Alma, IW Group, Burrell და Boden, ხოლო Publicis Groupe მუშაობდა კამპანიის ციფრულ კომპონენტებზე, ასევე კომერციულ გაშუქებაზე, Burrell-თან, Navigation Blvd-თან და Admerasia-თან ერთად.

წყარო: marketingdive

მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!

Detect Studio ტექ სტარტაპებისა და კომპანიების სტრატეგიულ დიზაინზე ზრუნავს