in

“მაკდონალდსი” რესტორნებისთვის Covid-19-ის რეალობაზე მორგებულ კონცეფციას ქმნის

როგორი იქნება ჩვენი სტუმრობა კაფეებსა და რესტორნებში, კარანტინის დასრულების შემდეგ? ამისათვის, კომპანიები უკვე ემზადებიან. “მაკდონალდსი” თავის რესტორნებში მომხმარებლების მისაღებად ემზადება და ამ მიზნით, მან თავისი სივრცეების პოსტკორონულ კონცეფციაზე გადაწყობა დაიწყო. მაგალითად, ნიდერლანდების “მაკდონალდსმა” გამოცადა ახალი მიდგომა, როგორიცაა სპეციალური ურიკები საკვებისთვის და მოცდისთვის გამოყოფილი ადგილები ცალკეული კლიენტებისთვის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამგვარ ცვლილებებს “მაკდონალდსი” ისე აპირებს, რომ მომხმარებლებისთვის არ იყოს შესამჩნევი.

აშშ-ში, “მაკდონალდსის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცვლილება 50 პროცესს შეეხო, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას, დისტანციის დასაცავად სპეციალური სტიკერების განთავსებას და რესტორნის ტერიტორიაზე თერმომეტრების წარმოდგენას.

Coca-Cola-მ ძველი რეკლამები პანდემიის თემას მოარგო და ისე გააცოცხლა

Extra-ზე მოდის დრო მოდის!