in

გინდა მაკი? ამისთვის წარბების აწევაც საკმარისია!

BOG
BOG

გინდა მაკი? – მეგობრისთვის ამის სათქმელად სიტყვები სულაც არ არის საჭირო. მინიშნება მარტივად, აწეული წარბებით შეგიძლიათ. ამ გლობალურ კამპანიას „მაკდონალდს საქართველოც“ შეუერთდა. „მაკდონალდსის“ ლეგენდარულმა ლოგომ წარბების ფორმა მიიღო.

კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ქალაქის მასშტაბით გამოჩნდა ბანერები, რომლებზეც ყველასთვის საყვარელი ცნობილი ადამიანები არიან გამოსახული და მაკში დაპატიჟების ჟესტს აქტიურად ამკვიდრებენ. კამპანიის მიმდინარეობისას სხვა აქტიოვებებიც იგეგმება და მოგვიანებით, უფრო დაწვრილებით გიამბობთ ამ ყველაფრის შესახებ.

„მაკდონალდსის“ განახლებული სიმბოლო, რომელიც წარბებს ასე ჰგავს, გვაჩვენებს, რომ საყვარელ რესტორანში წასვლა მარტივად შეგვიძლია ვამცნოთ მეგობარს. სლოგანიც ასეთია – #RaiseYourArches – „აწიე წარბები!“. წარბების აწევა ყველაზე სახალისოდ ჩანს ვიდეორგოლში, რომელზეც გლობალურმა სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა. ოფისის თანამშრომლები ერთმანეთს სწორედ წარბების თამაშით ანიშნებენ მაკდონალდში წასვლის შესახებ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ერთ დიდ სახალისო ფლეშმობად გადაიქცევა. ისე, „მაკდონალდსი“ ხომ არ გინდათ? არაფერი გვითხრათ – წარბებით გვანიშნეთ.

ასტრონომებმა 6 მასიური უძველესი გალაქტიკა აღმოაჩინეს

აჭარაბეთი საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა