in

McDonald’s-მა „პედლებიანი მოძრაობა“ წამოიწყო!

თუმცა სანამ McDonald’s Philippines Ride the Arches-ის ე. წ. პედლებიან მოძრაობას წამოიწყებდა, 2021 წელს Bike & Dine-ის ინფრასტრუქტურაში დაიწყეს ინვესტირება — რესტორნებში ველოსიპედის შესაკეთებლად და დასამუხტად გამოყვეს სივრცე, ეს კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეიტყვეს, რომ ფილიპინებში 700-ზე მეტი რესტორანია ველოსიპედისტების გაჩერების ადგილი. 

BOG

მაკდონალდსმა Bike & Dine პანდემიის დროს ჩაუშვა და ჩვენ დავინახეთ ორბორბლიანი ტრანსპორტით მოსარგებლე მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობა იმ შანსთან ერთად, რომ შეგვიძლია მდგრადი გადაადგილების ადვოკატებად ვიქცეთ, მეტ მომხმარებელს ვუბიძგოთ ველოსიპედის გამოყენებისკენ, — აცხადებს კინეთ იანგი, McDonald’s Philippines-ის CEO.

ამგვარად, Ride the Arches ველოსიპედის მოყვარულებს იწვევს, შექმნან მარშრუტები, რომლის საწყისი და საბოლოო წერილი მაკდონალდსის რესტორნები იქნება. ამ ამბავში კი ინფლუენსერებიც ჩართეს და მათთვის საყვარელი მარშრუტების გაზიარებისკენ მოუწოდეს. შედეგად, მაკდონალდსი ფილიპინებში ლამაზი ადგილების აღმოჩენის მიზეზიც გახდა…

კამპანიაზე Leo Burnett-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

ნახეთ: მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი შემოქმედებითი ადამიანის შიშებზე

ERGON წყლის ეკომეგობრულ შეფუთვას გვთავაზობს!