in

McDonald’s-მა შექმნა საჭმლის ყუთი, რომელიც მაგიდად იქცევა

სწრაფი კვების ობიექტებისთვის კომფორტულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. McDonald’s-მა კი ამ კონცეფციას თავისი ახალი პროდუქტი დაუკავშირა — მუყაოს ყუთი, რომელიც საჭიროებისას მცირე ზომის მაგიდად გარდაიქმნება.

BOG
BOG

გასული წლის ბოლოს მილანის დიზაინის კვირეულზე სწრაფი კვების გიგანტი, სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-თან ერთად, ეხმარებოდა 400 000 ენთუზიასტს. მათ უნდა შეექმნათ „ჩანთა მაგიდა“, რომელიც გარე მაგიდად გარდაიქმნებოდა. საბოლოოდ, ცოტა ხნის წინ კონცეფციაზე მუშაობა The Dieline-მა დაიწყო და პროდუქტიც წარადგინა.

ყუთები, რომლებიც უფრო მეტად ჩანთებს წააგავს, ვიდრე საკვების შეფუთვას, სპეციალურ საყრდენებზე მაგრდება და მაგიდად იქცევა. მისი ზომა კი საკმარისია ორი ბურგერის, ორი შეკვრა კარტოფილი ფრისა და წყვილი ჭიქების განსათავსებლად.

აქვე აღსანიშნავია, რომ ყუთები 100%-ით გადამუშავებადია.

რა გავლენა ექნება გენერაციულ AI-ს მომსახურების სფეროში დასაქმებულებზე?

მეცნიერებმა „მარცვალი-რობოტი“ ნიადაგის შესასწავლად შექმნეს