3
ოქტ
2018

მაკდონალდს საქართველოს ოპერირებამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

3 ოქტ 2018

მაკდონალდს საქართველომ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია წარმატებით გაიარა. მიღებული შედეგი სხვა ევროპულ ქვეყნებზე მაღალი აღმოჩნდა. საქართველო ისეთი დიდი მარკეტების შემდეგ, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია, ერთ-ერთი პირველი გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

როგორც კომპანიაში ამბობენ, „მომავლის გამოცდილების“ (Experience of the Future) სტანდარტების კონტროლისთვის, საქართველოში ჩამოსულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან და მიუნხენიდან. სერტიფიცირების პროცესი სპეციალისტებმა დიღმის და გლდანის რესტორნებში ჩაატარეს. შედეგად, მაკდონალდს საქართველოზე გაიცა ინოვაციების დანერგვის უმაღლესი დონის სერტიფიკატი. სხვადასხვა სახის ტესტირებას სპეციალისტები მაკდონალდსის რესტორნებში სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ. მათ თავის თავზე გამოსცადეს საქართველოში დანერგილი მომავლის რესტორნის მომსახურების პლატფორმა.

ახალი ინოვაციური სერვისი – „Experience of the future“ გახლავთ სტანდარტები  რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის სერვისის და ინოვაციების დაგეგმვას. ეს არის მომავლის გამოცდილება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს.

„საქართველო გახლავთ პირველი პატარა ქვეყანა რომელმაც სერტიფიცირება გაიარა  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვამაყობთ, რომ სერვისი რომელიც ამ ეტაპზე ინერგება ევროპასა და ამერიკაში, საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მაკდონალდს საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი დონის სერვისი და ინოვაციური გარემო. ჩვენ მუდამ ვცდილობთ უფრო სასიამოვნო და სასურველი გავხადოთ მომხმარებლის სტუმრობა“ – აცხადებენ მაკდონალდსში.

„მომავლის გამოცდილების“ პლატფორმის შემავალი ნაწილია სტუმართმოყვარეობის ლუდერი, რომელიც 2017 წლის დეკემბრიდან მომხმარებლებს ღიმილით ესალმება, ბავშვებს ჩუქნის ბუშტებს, სტუმარს უთითებს კიოსკისკენ და აწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას. ასევე აღსანიშნავია შესაკვეთი კიოსკი, რომელიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. ყველაზე უახლესი მომსახურება, რომელიც მაკდონალდსმა 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს, არის  მაგიდასთან მომსახურების სერვისი (Table service), მისი მეშვეობით სტუმრებს ლოდინი აღარ სჭირდებათ შეკვეთის ზონაში, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ.

 

მაკდონალდს საქართველომ მომავლის გამოცდილების პლატფორმისთვის მზადება 2017 წლის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე საქართველოს 7 რესტორანში დანერგა. კომპანია 2019 წლისთვის სერთიფიცირების პროცესის გავლას ყველა რესტორანში გეგმავს.

[R]

განხილვა