in

„მაკდონალდს საქართველო” – გლობალური აღიარება, სიმპოზიუმის მასპინძელი და სხვა სიახლეები

ყველასთვის საყვარელი სწრაფი კვების რესტორნების, „მაკდონალდს საქართველოს“ ირგვლივ წარმატებებისა და სასიამოვნო სიახლეების კორიანტელია. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, თბილისში გლობალურ სიმპოზიუმს მასპინძლობს, ცოტა ხნის წინ მორიგი ახალი რესტორანი გახსნა და მალე კიდევ ერთის გახსნასაც გეგმავს. წამოგვყევით, რომ ამ თემების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგოთ…

დავიწყოთ აღიარებით…

ევროპის დივიზიონმა „მაკდონალდს საქართველო” რესტორნების განვითარების და ინოვაციური მოდელის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად დაასახელა, რის შედეგადაც ის გლობალური სიმპოზიუმის მასპინძელ ქვეყნადაც შეირჩა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი წელია, როცა „მაკდონალდს საქართველო” ამ სიმპოზიუმს მასპინძლობს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნების განვითარების არსებული პრაქტიკის მსოფლიო მასშტაბით აღიარებისა და კომპანიის სამაგალითო მოდელად დასახელების შედეგად მიიღეს. 

ამ ყველაფერთან ერთად „მაკდონალდს საქართველო“ „მაკდონალდსის“ გლობალური ჯილდოს – „ოქროს თაღის“ მფლობელიც გახდა. ის მოხვდა მსოფლიოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზების 1%-ში, ევროპის დივიზიონში კი „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.

სიმპოზიუმი

ორდღიანი მასშტაბური სიმპოზიუმის ფარგლებში, თბილისს მაროკოს, მოლდოვას, სლოვენიის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ყაზახეთის „მაკდონალდსების“ მაღალი რანგის პირები – გენერალური დირექტორები და განვითარების მენეჯერები ეწვევიან. 

სიმპოზიუმის მთავარი მიზანია, მსოფლიო მასშტაბით „მაკდონალდსის“ რესტორნების განვითარებისა და ინოვაციური დიზაინის დანერგვის პრაქტიკის გაზიარება, ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა და არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება. ამასთან ერთად მთავარი მიზანია, „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ეფექტური მენეჯმენტის შედეგად მიღებული პროექტების ოპტიმიზაცია გამოყენებული და დანერგილი იქნას სხვადასხვა ქვეყნის მიერ.

„2021-2022 წლის ფარგლებში საქართველო გლობალურად გამორჩეული მარკეტია. „მაკდონალდს საქართველომ“ ხარისხის შენარჩუნების ფონზე შეძლო მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის განხორციელება და ფოკუსირდა ლოკალური შესაძლებლობების აღმოჩენაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყეთ ხელი ადგილობრივი ბაზრის განვითარებას – მათ შორის ქართული წარმოების საკვები პროდუქციის მოყვანასა და მოხმარებას,  საქართველოში წარმოებული ავეჯისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას. ბოლო ორ წელში „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ აშენებული და გახსნილი ახალი რესტორნები იყო ერთგვარი მნიშვნელოვანი გარღვევა როგორც ჩვენი, ასევე გლობალურად მაკდონალდსის ისტორიაში. საქართველოში მოქმედი ჩვენი ინოვაციური რესტორნები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მომხმარებლის ნდობა ერთობლიობაში აღიარებული იქნა საუკეთესო პრაქტიკად და „მაკდონალდს საქართველო“ სამაგალითო მოდელად იქნა მიჩნეული. შედეგად, ეს მიღწევა გახდა საფუძველი, რომ თბილისი „მაკდონალდსის“ გლობალური სიმპოზიუმის მასპინძელი ქალაქი გამხდარიყო“, – განაცხადა „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ. 

ახალი რესტორნები და ინვესტიცია

მიმდინარე წარმატებების ფონზე კომპანიამ გასულ თვეს ახალი, რიგით მე-19 რესტორანიც გახსნა. თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე ახალ რესტორანში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა. 

ახალი რესტორანი ეკომეგობრული კონცეფციით აშენდა, აღჭურვილია მზის მიკროელექტროსადგურების პანელებით, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. აქვე იხილავთ რეკრეაციულ ზონას, რომელსაც ტერიტორიის 70% უკავია. ეს ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს. 

რა თქმა უნდა, კომპანია ამაზე არ გაჩერდება და უკვე ემზადება შემდეგი რესტორნის გასახსნელადაც. წელს „მაკდონალდს საქართველოს” რესტორანი ისნის რაიონშიც გაიხსნება, რომელშიც კომპანია 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.

საერთო ჯამში, „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში – 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია. 

[პარტნიორის კონტენტი]

დიჯითალ ინსტიტუტი კურსდამთავრებულებს დასაქმების გარანტიას აძლევს

რა განსხვავებაა ბრენდის კაპიტალსა და ბრენდის ღირებულებას შორის?