in

McDonald’s-მა თავისი პროდუქტები საზაფხულო აქსესუარებად აქცია

ზაფხული ის პერიოდია, როცა ყველანი პირდაპირ თუ ირიბად მაინც სტანდარტულ გართობისა და დასვენების სახეობებზე ვფიქრობთ. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთგვარი შაბლონი, რომ აუცილებლად აუზზე ან ზღვაზე უნდა გავიდეთ, შესაბამისი აქსესუარებით. სწორედ ამ მოცემულობას იყენებს McDonald’s კრეატიული კამპანიისთვის — თავისი საკულტო პროდუქტები ზაფხულისთვის საჭირო ატრიბუტებს მიუსადაგა. ალბათ, ამით იმასაც შთაგვაგონებს, რომ მაკდონალდსის ადგილი ყველა სეზონშია…

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Leo Burnett Italia-მ იმუშავა და ასე იქცა ჩიზბურგერი წყლის კამერად, კარტოფილი ფრი ქვიშის სათამაშო სათლად და ა. შ.

რატომ ვერ უმკლავდება ამჟამინდელი AI კრეატიულ ამბის თხრობას?

„ვამაყობ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას“ — ჯიმი ჩხეიძე