18
Sep
2019

„შენს გემოზე“ McDonald’s-ის კამპანია ყოფილა! 

18 Sep 2019

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელში, გვერდი „შენს გემოზე“ გამოჩნდა. შემდეგ იყო ორი ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა სახლში, თავის გემოზე. მაგალითად, იმუშაოს:

 

ან ისე იცეკვოს „ხელის გაშლისთვის“ ნასწავლი ილეთებით, რომ არავისი შერცხვეს. თან, კმაყოფილიც დარჩეს, ბავშვობაში, მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ცეკვაზე სიარულს უკვალოდ რომ არ ჩაუვლია, ბოლოს და ბოლოს, როცა დასჭირდება ხელს მართლა გაშლის.

 

ამ ორი ტიზერის შემდეგ, კიდევ ერთი ვიდეორგოლი „გაეშვა“ და აღმოჩნდა, რომ „შენს გემოზე“ McDonald’s-ის კამპანია ყოფილა.

 

„მაკდონალდს საქართველო“, 19 სექტემბერს, 24 საათის განმავლობაში, ყველა მომხმარებელს, ვინც „მაკდელივერის“ სერვისით ისარგებლებს, საჩუქრებს გაუგზავნის. ამისთვის კი საჭიროა, „მაკდონალდსის“ ნებისმიერი პროდუქტი Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციებით გამოიძახონ. სწორედ ამ შეთავაზების საკომუნიკაციო კამპანიაა „შენს გემოზე“, რომელმაც Facebook მომხმარებლების ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო.

 

განხილვა