3 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. 1992 წლიდან დღემდე, ეს თარიღი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად იმ მრავალწლოვან გამოწვევებზე, დისკრიმინაციასა და ბარიერებზე, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად დგებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ამ დღეს მაკდონალდსი ყოველწლიურად აღნიშნავს.
გლობალური მაკდონალდსის ამ ინიციატივას შეუერთდა მაკდონალდს საქართველოც, რომელმაც საკუთარ რესტორნებში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი. წელს კამპანიის მთავარი მესიჯია „საზღვრებს მიღმა“, რაც გამოხატავს იმ იდეას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესაძლებლობებს არ აქვს საზღვრები და მათთვის საჭირო გარემოსა და მხარდაჭერის შემთხვევაში, მათი პოტენციალი შეუზღუდავია.

აღსანიშნავია, ასევე, რომ მათ შორის არის ასოციაცია „ანიკას“ ორი მოსარგებლეც. ასოციაცია „ანიკა” მაკდონალდსის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის — მაკჰეფი დეის — ბენეფიციარი ასოციაციაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში 2025 წელს მაკდონალდს საქართველოსგან დაუფინანსდა ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა და აღმზრდელი სპეციალისტების გადამზადება. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიების აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას შშმ პირების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათთვის გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობაში. კომპანიების გაერთიანებით ამ ყველაფერში დიდი წვლილის შეტანაა შესაძლებელი.

მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია აღნიშნავს:
„ჩვენთვის ინკლუზიურობა მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არ არის — ეს არის ჩვენი ყოველდღიური მიდგომა. გვინდა შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი, მიუხედავად შესაძლებლობისა, გრძნობს მხარდაჭერას, გუნდურობასა და განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი თანამშრომლები გვახსენებენ, რომ საზღვრები მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ჩვენ თვითონ შევქმნით მათ. სწორედ ამიტომ გვსურს, საზოგადოებამ უფრო ხშირად დაინახოს, რამდენად შთამბეჭდავ შედეგებს ქმნიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ძალა უკვე დაინახეს საზღვრებს მიღმა“.
კამპანიის „საზღვრებს მიღმა“ ფარგლებში, მაკდონალდსის თანამშრომლებმა ერთად შექმნეს მეგობრული, მხარდამჭერი და გულთბილი გარემო, რათა გამოეხატათ მადლიერება და პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად აჩვენებენ, რომ მისწრაფება, შრომა და მიზანდასახულობა შეზღუდვებს არ ექვემდებარება.

მაკდონალდს საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ინკლუზიური პოლიტიკის განვითარებას, სამუშაო სივრცეში ბარიერების მოშლას და იმ ღირებულებების პოპულარიზაციას, რომლებიც ხელს უწყობს თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ადამიანისთვის.
[პარტნიორის კონტენტი]











