in

როგორ აფასებს „მაკდონალდს საქართველო“ Spotlight-თან მეგობრობას

23-24 დეკემბერს, გაიმართება „სფოთლაითის“ მე-10, საიუბილეო ღონისძიება, მთავარი თემით „მემკვიდრეობა“. წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულს Radisson Blu Iveria უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრები დაესწრებიან საინტერესო გამოსვლებსა და ვორქშოფებს. „დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება“ – ამ მთავარი გზავნილით, 2013 წლიდან მოყოლებული, Spotlight აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ამ დროის მანძილზე, ის იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. სფოთლაითის ვერცხლის სპონსორია „მაკდონალდს საქართველო“. ღონისძიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ბაღათურია გვესაუბრა.

M: როგორც მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ Spotlight-თან?

Spotlight-ის მსგავსად, მაკდონალდსი ყოველთვის ხაზს უსვამს ბიზნესისა და მარკეტინგის ტენდენციებში მუდმივი წინსვლის, უწყვეტი განვითარებისა და საზოგადოებისთვის ღირებულების შექმის მნიშვნელობას.

ყოველთვის ვცდილობთ, დავნერგოთ ინოვაციები მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად – ისევე როგორც Spotlight-ი გვიზიარებს ყოველწლიურად მაქსიმალურად თანამედროვე და ეფექტურ სიახლეებს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში.

კიდევ ერთი და ალბათ, უმთავრესი ღირებულება, რომელიც მინდა ვახსენო, არის მომხმარებლის სიყვარული. ამის გარეშე, ვერ შევძლებდით ვქცეულიყავით ადამიანებისთვის ყველაზე საყვარელ რესტორნად ქვეყანაში. თავის მხრივ, რომ არა Spotlight-ის ერთგულება მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების მიმართ, ვერ შეძლებდით შეგექმნათ ისეთი სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ასე საჭიროა იდეების გაზიარებისთვის.

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

მალე, მაკდონალდსს საქართველოში 25 წელი უსრულდება, ეს საიუბილეო თარიღი წლევანდელი ღონისძიების თემას ჩვენთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ წლების განმავლობაში, მართლაც, დიდი მემკვიდრეობა დაგვიგროვდა, შევძელით და გავხდით უამრავი ადამიანისა და ოჯახისთვის საყვარელი რესტორანი, ადგილი, სადაც ბედნიერი მოგონებები იქმნება და რომელსაც, ფაქტობრივად, მეორე სახლად თვლიან. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა უამრავი კეთილი საქმე გვეკეთებინა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.

მემკვიდრეობის შექმნა შეუძლებელია, თუ ყოველ დღე არ ცდილობ, წინა დღეზე უკეთესი იყო. სწორედ ასე შეძლო 10 წლის მანძილზე Spotlight-მა მარკეტინგისა და კომუნიკაციის ინდუსტრიაში იდეების გაზიარების მთავარი პლატფორმა გამხდარიყო საქართველოში. ამ პერიოდში უამრავი გამოსვლა დაგროვდა, რომელსაც დღემდე უბრუნდებიან და ყურადღებით უსმენენ ინსიპირაციისა და მოტივაციის მისაღებად. ყოველ მომდევნო წელს ეს ღონისძიება ახალ-ახალ უმაღლესი დონის პროფესიონალს აცნობს საზოგადოებას და მართლაც საამაყოა, როცა ხვდები, რომ ამდენი უნიჭიერესი ადამიანი გვყავს საქართველოში. 

ის შთაგონება, რომელსაც გამომსვლელები ყოველწლიურად ქმნიან, ამ სფეროში დასაქმებულებს უკეთეს პროფესიონალებად აყალიბებს, კიდევ უფრო მეტად აყვარებს თავიანთ საქმეს და ახალ ნიჭიერ ადამიანებში აღვივებს ინტერესს. იშვიათია, მსგავსი ღონისძიება ასე სტაბილურად წარმოაჩენდეს ინდუსტრიის ევოლუციის პროცესს და ამავდროულად, თავად ქმნიდეს სამომავლო განვითარების საფუძველს.

M: წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა. როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ღონისძიებისგან მივეჩვიეთ, ბუნებრივია, მოლოდინები წლევანდელ Spotlight-თან დაკავშირებით მაღალია, განსაკუთრებით, საიუბილეო ღონისძიების მნიშვნელობისა და გაზრდილი ფორმატის გათვალისწინებით.

წლევანდელი Spotlight-ი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კიდევ უფრო ღრმა ჩართულობის, ყოვლისმომცველი დისკუსიებისა და საინტერესო იდეების გაზიარებისთვის. გაფართოებული ფორმატი საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი კოლეგა გავიცნოთ, ახალი ურთიერთობები დავამყაროთ და მრავალფეროვანი გამოცდილება გავიზიაროთ გამომსვლელებისგან.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

„ვფიქრობ, გამარჯვების საწყისი დამარცხებაა და ეს პროცესი ერთი მთლიანობაა“

პირველად საქართველოში, Bitnet-მა მომხმარებელს Crypto Christmas Box წარუდგინა