უმსხვილესმა რესტორნების ქსელმა McDonald’s-მა წლის დასაწყისში ბრენდის გლობალური ცვლილებები განახორციელა. ახალ საფირმო სტილზე და სარეკლამო კამპანიაზე სააგენტო “Leo Burnet”-მა იზრუნა.
სიახლეების მიუხედავად McDonald’s-ი თავისი პოზიციის შეცვლას არ ფიქრობს. “i’m lovin’ it” და ცნობილი ლოგო უცვლელი რჩება, შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე ელემენტი.
ცვლილებების მიზანი “i’m lovin’ it”-ის ახალი სიცოცხლეა, რომელიც ძირითად ყურადღებას “love”-ზე გაამახვილებს. სიახლე კიდევ ერთი ნაბიჯია ბრენდის მხრიდან, რომლის მეშვეობითაც მათ მეტი ადამიანის შთაგონება და კლიენტებს შორის მეტი სიყვარულის გამოხატვა სურთ.
2015 წლიდან რესტორნის პერსონალის ფორმაც შეიცვალა. მასთან ერთად მომხმარებელს ახალი შეფუთვა და ახალი საჭმლის გაფორმების შეფასებაც შეუძლია.
სააგენო “Leo Burnett”-მა რამოდენიმე ახალი ვიდეო რგოლიც წარმოადგინა. კამპანიის ფარგლებში ერთი მულტიპლიკაციური და ერთი ბიგ-მაკის რეკლამის გაკეთება გადაწყდა. რა თქმა უნდა, სარეკლამო კამპანიას ემოციები არ გამორჩენია და ერთ-ერთი რეკლამა მომხმარებლის პრობლემების გაზიარებას და მათზე ზრუნვას ეხება.
http://youtu.be/EShRCWOtNJ4
http://youtu.be/vHKznhffxig
http://youtu.be/93KTpF9JDWo














