in

Mcdonald’s-ის რეკლამის ყურება, 20 წამის განმავლობაში, Skip Ad ფუნქციის გარეშე მოგიწევთ

„ვიდეო ჩაირთვება რეკლამის შემდეგ“ – აწერია „მაკდონალდსის“ 20 წამიან ვიდეორგოლს, რომელიც „გამოტოვე“ ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობას არ გვაძლევს და ვალდებულს გვხდის, 20 წამის განმავლობაში, ხელების დაბანის კადრს ვუყუროთ.

კამპანიაზე სააგენტო „ლეო ბარნეტმა“ იმუშავა და ის WHO-ს მიერ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი რეკომენდაციის – ხელების 20 წამის განმავლობაში დაბანის აუდიტორიამდე მიტანას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, Geico პირველი იყო, რომელმაც რეკლამის „გამოტოვე“ ფუნქციას კრეატიული ღირებულება შესძინა კამპანიით “Unskippable” და Cannes Lions-ის FILM კატეგორიაში გრან პრი მოიპოვა. შემდეგ Ikea-მ ცადა, მომხმარებლები დაერწმუნებინა, რომ მისი ვიდეორგოლი ბოლომდე ენახათ.

იოცნებე! და კიდევ 3 სხვა მეთოდი პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად

voice of E-commerce – ჯგუფი, რომელიც ელ.კომერციის დასახმარებლად შეიქმნა