გაინტერესებთ რას უკვეთავენ მაკდონალდსში ჰოლივუდის ვარსკვლავები? თუ ასეა, ახლა ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რადგან ბრენდმა ჩვენთვის, ოსკარის 97-ე დაჯილდოების შემდეგ, ვარსკვლავური შეკვეთების გაზიარება გადაწყვიტა…
თუმცა, გაინტერესებთ, რატომ? პერსონალიზებული შეკვეთების ჩვენებით სწრაფი კვების ქსელს ერთ საკითხზე სურდა ჩვენი ყურადღების გამახვილება, რომ დილის მენიუ უნივერსალურად მიმზიდველია, არ აქვს მნიშვნელობა, ოსკაროსანი ხართ თუ ჩვეულებრივი მომხმარებელი, მაკდონალდსის მენიუში რაღაც ყველასთვის მოიძებნება…
ამგვარად, ფოტოებზე მაკდონალდსის ქაღალდის შეფუთვას ნახავთ, რომლის ჩეკზეც შემდეგ სახელებს ამოიკითხავთ: Kieran Culkin, Colman Domingo, Michael B. Jordan, Jackie Chan, Rosalía, Keke Palmer & Julia Fox.