მაკდონალდსი 2025 Calgary Stampede-ს დასავლური მოდით აღნიშნავს და კოვბოის კულტურას თავისივე მენიუდან აღებული დეტალებით ასახავს. Cowboy Closeups-ის კამპანიაში დასავლური სტილის ტანსაცმელი ოქროსფერი თაღების სტილშია ნაჩვენები, კარტოფილს კი წითელი პერანგების ფოჩებად გვაჩვენებენ. რაც შეეხება კოვბოის ქუდს, ბიგ მაკის ფერებში გვხვდება.

ხოლო მაკდონალდსის სერვირების იდეა შარვალში ჩაკრული თეთრი პერანგის მეშვეობით გადმოგვცეს…
![]()
ასე კი ბრენდი პატივს მიაგებს ფერმერებსა და მეცხოველეებს, რომლებსაც ბურგერებისთვის, კარტოფილისა თუ სხვა პროდუქტებისთვის საჭირო ინგრედიენტები მოჰყავთ. კანადურ საქონლის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და კარტოფილზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მაკდონალდსის მენიუში წამყვან პროდუქტებად ითვლება.
ეს ყველაფერი კი მხოლოდ 3 ბილბორდით მოახერხა, OMD-სთან ერთად, სააგენტოსთან, რომელმაც მაკდონალდსის კამპანიაზე იმუშავა.












