McDonald’s-მა “ბიგ მაკის” 50 წლის იუბილე ორიგინალური სიახლით აღნიშნა. ბრენდმა მომხმარებელს კომპანია G-SHOCK-თან თანამშრომლობით შექმნილი Big Mac-ის ვიზუალის მქონე მაჯის საათი წარუდგინა. მართალია, სიახლემ მომხმარებელი გაახარა, თუმცა, ბევრი მაინც გულდაწყვეტილი დარჩა, რადგან საათი შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 1,000 ცალი დამზადდა და 14 აპრილს, გამოსვლის პირველსავე დღეს გაიყიდა.
განხილვა