in

McDonald’s-ის საახალწლო ჭიქების დიზაინი ფარელ უილიამსმა შექმნა

უილიამსი ბოლო პერიოდში ყველგან გვხვდება. LVMH-შიც არის, Lego-ს პერსონაჟიც გახდა და არაერთ კოლაბორაციას გვთავაზობს… ახლა კი მაკდონალდსის ჭიქები მორთო თავისივე Doodles-ის ბრენდის პერსონაჟებით. ეს უკანასკნელი 2021 წელს გამოვიდა, როცა web3-ის ირგვლივ დიდი ამბები იყო ატეხილი. მარტივად რომ გითხრათ, NFT კომპანიაა, რომელიც უნიკალური მულტფილმის ესთეტიკით განისაზღვრება და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ ავატარს შეზღუდული გამოშვების ტანსაცმელი ჩააცვას. 2022 წელს კი მათ ფარელ უილიამსი შეუერთდა და აქედან დაიწყო დიდი ამბები…

BOG
BOG

ეს ფაქტი პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ მრავალ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობად, რომელთა რიცხვს ახლა მაკდონალდსიც დაემატა. შედეგად, ბრენდის საშობაო ჭიქების დიზაინი წელს უილიამსს ეკუთვნის. თუმცა მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამოცდილება მხოლოდ დიზაინით არ მთავრდება — როცა მომხმარებლები Doodles-ის პერსონაჟებით გაფორმებულ McCafe-ის ჭიქას იყიდიან, კოდსაც მიიღებენ, რომლითაც ციფრული კოლექციიდან საჩუქარს მოიგებენ. მეტიც, ასე ისინი Doodles-ის ფილმზეც მიიღებენ წვდომას. 

ეს არის მარკეტინგული აქტივობა, ბრენდის განვითარებისა და ჩართულობის შესაძლებლობა ორივე ჩვენგანისთვის, — აცხადებს ჯულიან ჰოლგინი, Doodles-ის CEO.

ახალ ჭიქებს მომხმარებლებს ახალი საშობაო სიმღერით აცნობენ — Good Mornin-ს მარლი ბლუ ასრულებს, პროდიუსერი კი, რაღა თქმა უნდა, უილიამსი გახლავთ. კამპანიის პოპულარიზაციისთვის მალე ეს სიმღერა Spotify-ზეც დაემატება. ასე კი აშკარა ხდება, რომ მაკდონალდსი ექსპერიმენტებს აგრძელებს ახალ თაობებთან დასაკავშირებლად…

თათია ქარჩხაძე – #პირველისამსახური

2025 წლის 7 ტრენდი შემოქმედებით ინდუსტრიაში — Depositphotos