in

რთულ ოპტიკურ ილუზიაში დაშიფრული McDonald’s-ის გზავნილი

McDonald’s-მა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლებისა და თავისი პროდუქციის მოყვარულების მხედველობა შეემოწმებინა და ამისთვის საკმაოდ უცნაური ოპტიკური ილუზიის ამსახველი პოსტერები შექმნა. ბრენდმა საკმაოდ რთულად აღსაქმელი ფოტო თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე განათავსა და მომხმარებელი დაშიფრული გზავნილის ამოცნობაში გამოიწვია. McDonald’s-ის  რთული ამოცანით ბევრი უკმაყოფილო დარჩა და თვალების დაძაბვის გამო, უკმაყოფილებაც მრავლად გამოითქვა, თუმცა, როგორც ყოველთვის მხიარული კომპანიისგან რეაგირებაც საკმაოდ არაორდინალური და ორიგინალური იყო #SorryNotSorry. მათთვის ვინც, მიუხედავად დაძაბული მხედველობისა მაინც ვერ ამჩნევს წარწერას ბრენდს ერთი რეკომენდაცია აქვს აკონტროლეთ მანძილი.

ვიდეორგოლი აუტისტური სპექტრის აშლილობის მიმართ ცნობადობის ასამაღლებლად!

ყველაზე უჩვეულო გასეირნება და მოულოდნელი სანახაობა საზოგადოებისთვის – Volkswagen-ის ორიგინალური კამპანია