in ,

რა დროს დანებებაა, ჯიმ, როცა არსებობს McDonald’s-ის სამმაგი ჩიზბურგერი?!

უსასრულო კოსმოსში უჰაეროდ და უიმედოდ დანებებულ კოსმონავტს მხოლოდ ახალი სამმაგი ჩიზბურგერი თუ მოაბრუნებს უკან. McDonald’s-ი სახალისო ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ. ჯერ ორმაგი ჩიზბურგერი რას აღარ გააკეთებინებს ადამიანს და თქვენ წარმოიდგინეთ, სამმაგი ჩიზბურგერი!

 

 

ჯიმმა ხომალდი დატოვა და სამწუხაროდ, უკან ვეღარ ბრუნდება. თან ჟანგბადიც გამოელია და ძალა აღარ აქვს, რომ თოკს მოეჭიდოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს. ხელზე ოჯახის ფოტო აქვს, უყურებს მათ და მეორე კოსმონავტს სთხოვს, მოკითხვა გადასცეს მათ. გამწარებულმა მეგობარმა აღარ იცის, რა გააკეთოს და რით დაეხმაროს სასიკვდილოდ განწირულ ჯიმს. არც ცოლ-შვილის გახსენებამ იმოქმედა. მოულოდნელად, მან კბილებში სიმწრით გამოსცრა: “ჯიმ, სამმაგი ჩიზბურგერი?!” რა?! სამმაგი ჩიზბურგერიო?! სამი ფუმფულა პურით, ხორცით, სამი ცალი მდნარი ყველით, კიტრის მწნილითა და ბევრი კეჩუპით?! ამისთვის კი ნამდვილად ღირს სიცოცხლე! გახარებული და გაძლიერებული ჯიმი ხომალდზე ბრუნდება. ჭირი იქა, ლხინი აქა?! არა, მთლად ეგრეც ვერა, იმიტომ, რომ სამმაგ ჩიზბურგერამდე საკმაოდ დიდი გზაა მათი ხომალდიდან.

ბიჭუნა, რომელმაც ფრენა ისწავლა! – სპრინტერ უსაინ ბოლტის ისტორია

ასე იაფი?! არ არსებობს! – Carphone Warehouse-ის სახალისო რეკლამა