14
ივლ
2017

მოხუცი ბაბუს სპეციალურად დასვრილი პიჯაკები – სიყვარულის ისტორია McDonald’s-ისგან

14 ივლ 2017

სიყვარული სწორედ ის გრძნობაა, რომელიც ყველაფერთან ერთად, უამრავ ერთი შეხედვით სახალისო და ცოტა გულუბრყვილო საქციელისკენაც კი გვიბიძგებს. სწორედ ასეა McDonald’s-ის კიდევ ერთ ახალ, ასევე ძალიან კარგ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც კვლავ სააგენტო TBWA-ს მშვენიერი ნამუშევარია. მოხუცი ბაბუ, ყოველ დილით ჯერ საგულდაგულოდ გამოეწყობა, ამის შემდეგ McDonald’s-ის რესტორანს სტუმრობს, იქ გემრიელ ნაყინს მიირთმევს და უცნაურია, მაგრამ ბოლო კოვზს მოწესრიგებულ პიჯაკზე ისვამს, ამ უჩვეულო პროცესის შემდეგ კი იქვე ახლოს მდებარე ქიმწმენდისკენ მიემართება. როგორც კი კარს აღებს მაშინვე ყველაფერი აშკარა ხდება, საქმეში ლამაზი ქალბატონია გარეული, რომელიც აშკარად ასევე მოხიბლულია მისი ხშირი სტუმრით და ახალ-ახალი დასვრილი ტანსაცმლით.

 

განხილვა