in ,

McDonald’s–მა ფეხბურთის მოპაექრე ფანების შერიგება ორიგინალური ყელსახვევებით გადაწყვიტა

სანამ საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ხოლო ფეხბურთის სხვადასხვა გუნდების ფანები გაუთავებელ კონფლიქტში არიან, McDonald’s –მა გადაწყვიტა დაამშვიდოს საზოგადოება. სააგენტო BETC–მა  McDonald’s–ისთვის შექმნა გარე რეკლამა, რომელშიც ყველაზე პოპულარული ატრიბუტი – კაშნე  გამოიყენა. ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ კაშნე არასტანდარტულია, იგი ორი ქვეყნის წარწერითაა. ასე გაერთიანდა შვედეთი და იტალია – Swetaly, ინგლისი და სლოვაკია – Englakia,  პოლონეთი და გერმანია- Polmania და ა.შ. ბანერებიდან მშვიდობიანად იღიმიან სხვადასხვა ასაკის და წარმომავლობის ფეხბურთის მოყვარულები და მოუწოდებენ ფანებს ტოლერანტობისკენ. 

ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გადაიქცეს მარკეტინგულ აქტივობად, თუ შემოქმედებითი გონება ჩაერევა. McDonald’s–მა  ამ ნაბიჯით მედიატორის როლიც შეასრულა და მშვენიერი სარეკლამო კამპანიაც განახორციელა.

 

ადგილზე მიტანის უსწრაფესი ექსტრემალური სერვისი მსოფლიოში – Dunkin Donuts-ის რეკლამა

ყველაზე მასშტაბური გაქცევა ამერიკის ციხიდან – კამპანია #FreeToWalk