in

McDonald’s-მა საახალწლო რეკლამაში სინათლის შოუ მოაწყო — Fancy a McDonald’s?

BOG
BOG

სადღესასწაულო ქაოსისგან გაქცევა რომ გვჭირდება, ამას Starbucks-ის შემდეგ, McDonald’s-იც მიხვდა, ამიტომ Leo Burnett ტრადიციულად აგრძელებს Fancy a McDonald’s?-ის კამპანიას. 60 წამში იმდენს ახერხებენ, რომ მშობლებსაც გვაცნობენ, სინათლის შოუსაც აწყობენ, ოქროს თაღებსაც გვაჩვენებენ, კოშკსაც ანათებენ Bic Mac-ის ფერებში და მაკდონალდსაც სტუმრობენ:

ამგვარად, ბრენდი კვლავ ექსპერიმენტებს ატარებს რეკლამებზე, რომლებშიც პროდუქტი ნაკლებად ჩანს, თუმცა, ალბათ, ამ სიმღერას არც თქვენ ელოდით…

შობა მაგიური პერიოდია, მაგრამ ხანდახან თავბრუდამხვევიცაა. საჩუქრების გრძელი სიით, გადატვირთული მაღაზიებითა და შეფუთვებით მარტივია, საკუთარი თავისა თუ საყვარელი ადამიანებისთვის დროის დათმობა დაგავიწყდეს. სწორედ ამიტომ შევახსენებთ ყველას, რომ საუკეთესო სადღესასწაულო შესვენება ყოველთვის ქუჩის კუთხეშია… The Gift of McDonald’s-ით კი გვსურს, ბედნიერების მცირე მომენტები დავაფიქსიროთ, დაწყებული სადღესასწაულო სასაჩუქრე თაგებით, გაგრძელებული სეზონური მენიუებითა და ექსკლუზიური მერჩენდაიზინგით, — აცხადებს მიშელ გრაჰამ-კლერი, McDonald’s-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება The Gift of McDonald’s-ის ინიციატივას, გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მომხმარებლებს ბრენდი დამალულ სასაჩუქრე თაგებს სთავაზობს, რომელთა პოვნას ყველგან შეძლებენ, იქნება ეს ავტობუსის გაჩერება, მაკდონალდსის რეკლამები თუ ტელევიზორის ეკრანები. იღბლიანი მომხმარებლები კი საჩუქრად საშობაო ქუდს, წინდებს და მაკდონალდის განათებებს მიიღებენ…

„ბარდასი“ – საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს