in

ახალი სანათი სახლში მცენარეების გაზრდაში დაგეხმარებათ

ერთ დღესაც მცენარეების მოყვარულმა ჩარლზ სკენდერსმა, რომელსაც სჯეროდა, რომ მცენარეებს ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასწაულების მოხდენა შეუძლია, თავის პატარა ბინაში მათთვის საჭირო ნათელი ადგილი ვეღარ იპოვა. ამის მოსაგვარებლად კი ისეთი რამის შექმნა გადაწყვიტა, რაც მას მცენარის სახლში გაზრდის საშუალებას მისცემდა. შედეგად, Plant Light Nº1 შექმნა, რაც მცენარეთა გაზრდის თანამედროვე ტექნიკასა და მაგიდის სანათის დიზაინს აერთიანებს.

მოწყობილობა ნეო-ინდუსტრიული სტილითაა შთაგონებული და შეგიძლიათ, ნებისმიერ ინტერიერს მარტივად მოარგოთ. მრგვალ ზედაპირზე ქოთანი ჩვეულებრივ თავსდება, მცენარის თავზე კი 20-სანტიმეტრიანი რეგულირებადი განათებაა დაყენებული, რომელიც, თავის მხრივ, ალუმინისა და ფოლადისგანაა დამზადებული. PL1 სრული სპექტრის LED-ებით არის აღჭურვილი და სითბოს განაწილებაც შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ სახლში ნებისმიერი მცენარის გაზრდას შეძლებთ, რადგან LED ნათურებით იგი მზის შუქის ფერისა და სიკაშკაშის მსგავსია.

მეტიც, PL1-ს განათების სამი განსხვავებული რეჟიმი აქვს, რომელიც მცენარის 3 სხვადასხვა ფაზას ითვალისწინებს — გაღვივება, ვეგეტაცია და წარმოების პროცესი. მასში ჩაშენებული ტაიმერით კი სინათლე მცენარის საჭიროების მიხედვით შეუძლია ჩართოს და გამორთოს. თანაც, ამას ნებისმიერი დამატებითი ტექნიკისა თუ ადამიანის გარეშე აკეთებს, რაც მის გამოყენებას მეტად კომფორტულს ხდის.

რა გავლენა აქვს პიროვნულ თვისებებს ჩვენს კოგნიტიურ მდგომარეობაზე?

ამ დრომდე აღმოჩენილთაგან უდიდესი კომეტა ჩვენკენ მოემრთება