New School Foods მცენარეული ზღვის საკვების ნოვატორია, რომელმაც თავისი პირველი პროდუქტი, ორაგულის ფილე, წარადგინა — ის კუნთების ბოჭკოებით არის დამზადებული, რომელიც თავისი ვიზუალით თუ გემოთი ნამდვილ თევზს ჰგავს.
ბაზარზე არსებული ხორცის მრავალ ალტერნატივასთან შედარებით, აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტოფერ ბრაისონმა, განაცხადა, რომ მცენარეული ზღვის პროდუქტების შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგია „თავსატეხის ახალი ნაწილია“. ამჟამად ხელმისაწვდომი ხელოვნური ზღვის პროდუქტების უმეტესობა მაღალი ტენიანობის ექსტრუზიის გამოყენებით მზადდება, მაგრამ მაღალი ტემპერატურის გამო, საბოლოო პროდუქტი ხშირად თევზის ანალოგიური ტექსტურის არ არის.
ასე რომ, ბრაისონმა და მისმა გუნდმა სრულიად ახალი ტექნოლოგიის შემუშავება დაიწყეს, რაც კომპანიას მოწინავე პოზიციაზე აყენებს. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების ნაცვლად, New School Foods-ის დაპატენტებული კუნთოვანი ბოჭკოს შემთხვევაში ცივ პროცესებს იყენებენ.
New School Foods აპირებს გამოიყენოს თავისი ბოლო $12-მილიონიანი დაფინანსება, რათა გააფართოოს სურსათის მეცნიერთა გუნდი, თავისი პლატფორმა და ააშენოს საკუთარი წარმოების ობიექტი. ამასთანავე, გეგმავენ შეფმზარეულების საპილოტე პროგრამის ამოქმედებას, რაც ორაგულის ალტერნატივის შემოწმებისთვის იქნება განკუთვნილი.