in

McHappy Day ქუთაისის დღის ცენტრს ადაპტირებულ მინივენს გადასცემს

„მაკდონალდსი“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება.

BOG
BOG

 

უკვე ტრადიციად ქცეული აქციიდან შემოსული თანხა  არასამთავრობო ორგანიზაციას – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადაეცა, რომელიც ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას უზრუნველყოფს. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარებს ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან.„დღის ცენტრის“ სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.
 

Mc Happy Day 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ „მაკდონალდსის ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები – სტიკერები, გასაღების საკიდები, ჩანთები და მისალოცი ბარათები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.

 

მაკდონალდსი ყოველწლიურად მართავს McHappy Days-ს კამპანიას, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას. ამ გზით კომპანია მუდმივად ცდილობს ბავშვებისთვის  გარემოს გაუმჯობესებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.საქველმოქმედო აქციის შემაჯამებელი ღონისძიება, ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე #1 მდებარე მაკდონალდსში 12 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები, სოციალური საწარმო „ფარშევანგის წარმომადგენლები და ბენეფიციარები მშობლებთან ერთად.
 
2017 წელს, Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დაეხმარა და მთლიანად უზრუნველყო, ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015-ში სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები, ასევე, ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.
[R]

„გამაოგნებელი საქართველო“ – The Guardian სტატიას აქვეყნებს

ქუჩის ცეკვების შეჯიბრი თბილისში