in

“საქართველოში არის სრულყოფილი გარემო მცირე ბიზნესის დასაწყებად”- გიორგი ზლობინი

Startauperi
Startauperi

burgiooცოტა ხნის წინ თბილისის ქუჩებისთვის საკმაოდ უჩვეულო სერვისი, “ბიზნესი ბორბლებზე” გამოჩნდა-ავტომობილი, რომლითაც ბურგერები იყიდებოდა. ეს ბიზნესი თბილისში მოსკოველმა ცოლ-ქმარმა წამოიწყო, 27 წლის გიორგი ზლობინმა და 24 წლის ვალერია გიაჩაჯტემ.

მომხმარებლის მოწონების მიუხედავად, მოძრავი ბიზნესისთვის შესაბამისი კანონის არ არსებობის გამო, სწრაფი კვების მოძრავ ობიექტს თბილისის მერიამ არსებობის უფლება ვერ მისცა. გიორგი ზლობინი მარკეტერს ესაუბრა საქართველოში მცირე ბიზნესის დაწყების პლუსებსა თუ მინუსებზე.

M: გიორგი, თავადაპირველად თქვენს შესახებ მოგვიყევით. საიდან ხართ წარმოშობით, აქ როგორ მოხვდით, მითუმეტეს რომ თქვენი სახელი – გიორგი, ქართულია.

მე და ჩემი მეუღლე , ვალერია გიაჩაჯტე , მოსკოვში ვცხოვრობდით. მე მამა ქართველი მყავს. დედა-რუსი. მშობლებს გართულებული ურთიერთობა აქვთ, ამიტომ, დედის გვარზე ვარ.

მოსკოვში რესტორანში ვმუშაობდი, ასე რომ კარგად ვიცი სამზარეულო და მიყვარს კერძების მომზადება.

მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა. გვინდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება გვეცადა. ჯერ ევროპაზე ვიფიქრეთ, თუმცა საკმაოდ რთულია ცხოვრების უფლების მოპოვება და დაფუძნება. შემდეგ საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტეთ, მითუმეტეს რომ აქ არასდროს ვყოფილვართ. უამრავი ინფორმაცია მოვაგროვეთ საქართველოს შესახებ, ყველაფერი გავიგეთ და თებერვლიდან საცხოვრებლად ჩამოვედით. ძალიან მალე შეგვიყვარდა საქართველო. საოცრად მეგობრული ქვეყანაა და სრულყოფილი ბუნება აქვს. ამასთან ერთად საქართველოს მართლაც კარგი კანონები აქვს მცირე ბიზნესის დასაწყებად. გადავწყვიტეთ აქ დავრჩენილიყავით. კარგი მეგობრები შევიძინეთ და ახლა უკვე ვერ ვხედავ მიზეზს რუსეთში დასაბრუნებლად. დავიწყეთ მოძრავი ბიზნესი-ბურგიო.

burgioM: რას ნიშნავს ბურგიო და რა იდეას ატარებს ეს ბიზნესი?

ეს არის ბურგერისა და გიორგის ნაზავი. სახელი ჩემმა ცოლმა მოიფიქრა. დავინახე თავისუფალი ნიშა, რომ თბილისის ქუჩებში საერთოდ არ იყიდება კარგი ბურგერები, მხოლოდ ჰოთ დოგს და შაურმას აწვდიან მომხმარებელს. ამავდროულად, არ მინდოდა ქირის გადახდა რომელიმე ადგილში. თან მიყვარს ეს ფორმატი- როცა ხალხი ხედავს როგორ მზადდება მათთვის საჭმელი. ასე უფრო მარტივია მცირე ბიზნესის დაწყება. ჩვენ მხოლოდ უნდა შეგვეძინა მანქანა, გრილი და კონსტრუქცია, რაც ბურგერის მომზადება-გაყიდვას სჭირდება.

M: უფრო კონკრეტულად, რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები თქვენი ბიზნესის დაწყებისას?

პირველ ეტაპზე, რაც დაგვჭირდა მცირე ბიზნესის დასაწყებად იყო- 20 ლარი მის დასარეგისტრირებლად და 10 ლარი ტაქსის სერვისის სერტიფიკატისთვის. დასაწყისში ჩვენს მეგობრებს გავასინჯეთ პროდუქცია, რისი გატანაც გვინდოდა. შემდეგ, რამდენიმე ხორცით მომმარაგებელს შევხვდით და მათგან საუკეთესო ამოვირჩიეთ.

ყოველდღიურად მაღალი ხარისხის ხორცს ვყიდულობდით და შემდეგ ვკეპავდით. მზა დაკეპილი ხორცს არასოდეს შეგვიძენია. შემდეგ სახლში ვამზადებდი სოუსს, ყველა ინგრედიენტის გამოყენებით. ასევე, ბურგერებს ვამზადებდი ჩვეულებრივ ტაფაზე, რადგან მისი მოსამზადებელი გრილი აქ ვერ ვიპოვე, თუმცა მის ამაზონიდან გამოწერას ვაპირებდი. ჩემი მეუღლე ეხმარებოდა მზარეულებს, აფასოებდა პროდუქციას, მოლარის ფუნქციას ითვისებდა და მანქანას ატარებდა , რადგან მე არ მაქვს მართვის მოწმობა.

burgio 4M: რა დაინახეთ, მოსწონდა მომხმარებელს თქვენი სერვისი?

ქართველები გონებაგახსნილი ხალხია. მათ, რა თქმა უნდა, უყვართ რესტორნები, მაგრამ იქ მისასვლელად დროც სჭირდებათ. ხშირად კი ხალხს ამისთვის დრო არ აქვს. სწორედ ამიტომ არსებობს ქუჩაში საკვების გაყიდვა.

ჩვენი მომხმარებლები ამბობენ, რომ ჩვენი ბურგერები საუკეთესოა მთელს ქალაქში. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თვით ამერიკელ ტურისტებსაც მოსწონდათ ის.

სწრაფ კვებაში მართლა არის მცირე კონკურენცია და ეს მხოლოდ კარგია ჩვენი ზრდისთვის. ასევე მინდა სხვებიც მოტივირებულები გახდნენ და ამ საქმეს მიჰყონ ხელი.

ერთადერთი პრობლემა რაც ჩვენს ბიზნესს გაუჩნდა, არის კონრეტული კანონის არ არსებობა მოძრავ ობიექტებზე, რომლიდანაც საკვები იყიდება. ამიტომ შეუძლებელია ამაზე ნებართვის გაცემა. ნებართვის გარეშე კი პოლიციას შეუძლია გააჩეროს ბიზნესი, რაც გააკეთეს კიდეც.

ამ ეტაპზე ველით კანონში ცვლილებას. ამის შემდეგ შეგვეძლება ლიცენზიის ყიდვა და ბიზნესის გაგრძელება.

M: რას აკეთებთ მანამ, სანამ თქვენი ბიზნესი შეჩერებულია, როგორ ცხოვრობთ?

ჩვენ გვქონდა ცოტაოდენი დამატებითი თანხა კრიზისული მომენტისთვის, მაგრამ თუ კანონის მიღება გაჭიანურდება, მოგვიწევს სხვა წყაროს მოძიება.

ამასობაში ექსპერიმენტებს ვატარებთ რეცეპტებში და ახალს ვიგონებთ. ვკითხულობთ ბიზნესის შესახებ კარგ წიგნებს და სიამოვნებას ვიღებთ ცხოვრებისგან.

ჩემი გეგმაა , “ბურგიო” დაუბრუნდეს ქუჩებს, შემდეგ შევაგროვებთ ფულს სხვა, ახალი საბურგერე მანქანისთვის და ასევე სხვა საჭირო დეტალებისთვის, რაც ბიზნესის გაფართოებას უკავშირდება. ჩემი მთავარი მიზანია “ბურგიო” ქუჩაში საუკეთესო ბურგერების მიმწოდებელი გახდეს მთელს საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს არ გავცვლი ჩემს საქმეს რომელიმე სხვა,  მაგალითად ოფისში მაღალანაზღაურებად სამსახურზე.

burgio 1M: რა პარადოქსს შეხვდით საქართველოში, ბიზნესის კეთებისას?

შევხვდი ხალხს, განსაკუთრებით ბაზრობებზე, რომლებიც მოსკოვში წასვლა და ცხოვრებაზე ფიქრობენ, რადგან ჰგონიათ რომ იქ ადვილია ფულის გამომუშავება. მე კი ვფიქრობ, რომ აქ არის სრულყოფილი გარემო მცირე ბიზნესის დასაწყებად და ამაში მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა არ იგულისხმება. შეუძლიათ აწარმოონ რამე. აქ მეტი თავისუფლებაა ხალხისა და ბიზნესმენებისთვის.

M: რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც მცირე ბიზნესის დაწყება სურს?

ეძებეთ და აღმოაჩინეთ პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც შეგიძლიათ. მაგალითად: არ იყიდება ბურგერები ქუჩაში? უბრალოდ დაიწყეთ მისი გაყიდვა. ოღონდ იმაზე კარგად, ვიდრე ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ. შეინარჩუნეთ კარგი კვალიფიკაცია და დააკვირდით გამოხმაურებებს. განაგრძეთ სწავლა. თავდაპირველად ნუ იფიქრებთ შემოსავალაზე,  ფული მოგვიანებით აუცილებლად მოვა. ყველაზე მთავარია საკუთარი თავის რწმენა და მუდმივი განვითარება,  გამოცდილების ამაღლება იმ საქმეში, რომლის კეთებასაც იწყებ.

     ავტორი: მანანა ნოდია

თბილისი 2015-ის ახალი რეკლამა გადაღებული წყალქვეშ

ცხოვრება რისკებთან ერთად – როგორ ვმართოთ რისკები სწორად