in

მცირე მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა სავაჭრო-ცენტრ „ჰოუმმარტში“

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტის“ მეორე სართულის სივრცე მცირე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაეთმობა. პროექტი მიზნად ისახავს მცირე მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი ცნობადობის ხელშეწყობას.

დეკემბრის განმავლობაში მომხმარებელს საშუალება ექნება, დაათვალიეროს, შეიძინოს და ამით მხარი დაუჭიროს ისეთ მეწარმეებს, რომელთაც პერმანენტული ფიზიკური სავაჭრო არხი ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.

გამოფენა-გაყიდვაზე პროდუქცია წარმოდგენილია რამდენიმე მიმართულებით – კვება (ბრენდები: კოპეშონი, ქეთო’ს, სქირი, გაამოს), საბავშვო ტანსაცმელი და ხის სათამაშოები (ბრენდები: ჰენდიკრაფტი, კოკიტო, უნიკი, წაღმა-უკუღმა, ლიმო, თბილიჰობი, კარაველა), ხელნაკეთი აქსესუარები, ბლოკნოტები, ჩანთები (ბრენდები: მანსარდი და ა.შ.).

ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ი. ჭავჭავაძის 37-ში.

სავაჭრო ცენტრის გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი აქტივობები ერთჯერადი სახის არ იქნება და სოციუმისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა სისტემატურ სახეს მიიღებს.

[R]

„ვინც პოსტავს, ყველა მწერალია?“ — მარგარეტ ეტვუდის პასუხი

ნახეთ: 2022 წლის ლანდშაფტის ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები