in

1-ლი ივლისიდან, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-იანი ბრუნვის გადასახადით

2018 წლის 1 ივლისიდან, ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო რეფორმით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით (ბრუნვის გადასახადი), ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა. ახალი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელთაც მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ, წლის განმავლობაში, 500 000 ლარამდე ერთობლივი შემოსავლით, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/219208355481908/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]
მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება. ასევე, მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები. გადასახადის დეკლარირება-გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე , ე.წ. საავანსო გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო რეფორმის ინიციატივის შესახებ მთავრობამ ინფორმაცია 2018 წლის 15 თებერვალს გაავრცელა.

დაბეჟილობა არ ნიშნავს სისუსტეს! – Reebok-ის ექსპერიმენტი

Apple ბეჭდური მედიის გამოსაწერ ციფრულ პლატფორმა Texture-ს ყიდულობს