in

LEGO-მ ფორმულა 1-ის მოყვარულებისთვის აირტონ სენას ნაკრები შექმნა

სამგზის მსოფლიო ჩემპიონი აირტონ სენა საავტომობილო რბოლების ლეგენდაა, რომელიც 1994 წელს San Marino Grand Prix-ის დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა… ახლა კი ლეგომ გადაწყვიტა, ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისთვის შექმნილ სპეციალურ Speed Champions and Technic-ის ხაზს McLaren F1 MP4 Ayrton Senna LEGO დაამატოს — 693 ნაწილისგან შედგება, ფასი 80 დოლარი იქნება და გაყიდვები პირველი მარტიდან დაიწყება. 

სენას მინი ფიგურას ხელში გამარჯვებულის თასი უჭირავს, რომლის ქვეშაც ფოტო და ციტატაა გამოსახული. ხოლო The MP4/4 დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანაა F1-ის ისტორიაში, რომლის აწყობასაც მალე ლეგოს კუბიკებით შეძლებთ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 1:8 LEGO მოდელის სიგრძე 553 მმ-ს შეადგენს, სიგანე 257 მმ-ს, ხოლო სიმაღლე 125 მმ-ს. ფუნქციური მახასიათებლებიც მოჰყვება, იქნება ეს საჭე, V6 ძრავა, ტურბო კომპრესორი, სნორკელი თუ ფორმულა ერთის დიფუზორი… 

„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს

ქართული ბრენდის სახელი Times Square-ზე – „ლისი ტრიო”