in

mCloud- Google-ის ოფიციალური პარტნიორი სტრატეგიული მარკეტინგის სააგენტო

mcloud

საქართველოში ახალი საერთაშორისო სტრატეგიული მარკეტინგის კომპანია mCloud-ი შემოვიდა, მარკეტერი საქართველოს ოფისს ესაუბრა.

რა ორგანიზაციაა mCloud?

mCloud (mcloudglobal.com) არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი სტრატეგიული მარკეტინგის საააგენტო, რომელიც 7 წელზე მეტია მოღვაწეობს ევროპის ბაზარზე და კომპანიებს ბიზნესის განვითარებას საძიებო სისტემების, სოციალური და ციფრული მედიის შესაძლებლობების გამოყენებით სთავაზობს.რას მოიცავს mCloud–ს საქმიანობა საქართველოში?

mCloud საქართველო საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე კომპანიებს მომსახურების ორ ძირითად მიმართულებას შეთავაზებს:

• საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM) და რეკლამა სოციალურ მედიაში – ოპტიმიზაცია საძიებო სისტემაში (SEO), რეკლამა Google-ში, რეკლამა სოციალურ მედიაში: Facebook, LinkedIn

• IT მომსახურება – ბოლო დროის ციფრული ტენდენციების გათვალისწინებით კრეატიული ვებ-გვერდებისა და ვებ-ბანერების დამზადება

ვინ არის გუნდი, რომელიც იმუშავებს? რა გამოცდილება აქვს ამ გუნდს ?

mCloud საქართველოს გუნდი არის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკოპლექტებული პროფესიონალების გუნდი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

საქართველოს ოფისი

ნინო ბუჟგულაშვილი

ნინო ბუჟგულაშვილი (დირექტორი/პარტნიორი)

10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: ნილსენ მედია, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი, ინფინიტი ჰოლდინგი…

ქეთი

ქეთი ფირცხალაიშვილი – კლიენტებთან ურთიერთობის და გაყიდვების დეპარტამნეტის უფროსი

10 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში საქართველოში წამყვან ბიზნეს კომპანიებში –
თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ACT, ვისოლ პეტროლიუმი…

ჩვენი მთლიან გუნდზე ინფორმაცია კომპანიის ვებ გვერდზე www.mcloud.ge

რა ეღირება კომპანიის მომსახურება? რამდენად შესაბამისი იქნება ადგილობრივ ფასებთან?

mCloud საქართველო კომპანიებს ინდივიდუალურად მათზე მორგებულ მომსახურებებს სთავაზობს და შესაბამისად ფასები განსხვავებულია. თუმცა, მომსახურების ფასები ბევრად დაბალია საქართველოში სხვადასხვა მედია საშუალებებში რეკლამის განთავსების ფასებთან შედარებით, ხოლო ამ ტიპის კომუნიკაციით მიღებული შედეგი კი გამჭვირვალე, გაზომვადი და პოტენციურ სეგმენტზე ზუსტად მორგებული.

როგორ მოახერხებს mCloud ბაზარზე დამკვიდრებას?

mCloud საქართველო ზუსტად პასუხობს გლობალურ მარკეტინგულ ტენდენციებსა და გამოწვევებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიებს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

რადგან კომპანია არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი, ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ ექსკლუზიურ მომსახურებას, რასაც ისინი ვერ მიიღებენ საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიებისგან.

PornHub-ის სარეკლამო კამპანია ქართველი მომხმარებლისთვის.

თავისუფლების ჩირაღდანი – ნინო ნატროშვილი