McDonald’s-ის ახალი კოქტეილის ჩხირები, ე.წ. საწრუპები, ეკოლოგიურად არც ისე სუფთა აღმოჩნდა. არა და, დაახლოებით, ერთი წლის წინ, გარემოზე ზრუნვის მიზნით, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, პლასტმასას საწრუპები საერთოდ ამოიღო ხმარებიდან. მათ ნაცვლად ქსელში ქაღალდის ჩხირები შეიტანა. CNN-ის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა თავად აღიარეს, რომ ახალი საწრუპები, სრულად ვერ გადამუშავდება.
როგორც McDonald’s-ის პრეს-სპიკერმა თქვა, მართალია, საწრუპები გადამუშავებადი მასალისგანაა დამზადებული, მაგრამ ისეთი სისქისაა, რომ პროცესს ართულებს და პრინციპში, სრულად არც მუშავდება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია და როგორ გამოსავალს მოძებნის ამ სიტუაციიდან, რადგან, მათივე განცხადებით, McDonald’s-ის ქსელიდან, 2020 წლისთვის, სრულად უნდა ამოიღონ პლასტმასას ნაწარმი.