in

3 ნოემბრიდან მოხმარებაში McDonald’s-ის მცენარეული ხორცი ჩაეშვება!

ბურგერის კატლეტი Beyond Meat-ის მცენარეული ხორცისგან მზადდება

veon
veon

3 ნოემბრიდან McDonald’s-ის მცენარეული ბურგერის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. სწრაფი კვების ქსელი შეერთებული შტატების რვა რესტორანს თავის მცენარეულ ხორცს, McPlant-ს შესთავაზებს. შეზღუდულ ვადაში კი ცხადი გახდება, რამდენად მოთხოვნადია მცენარეული პროდუქტი საზოგადოებაში.

ბურგერის კატლეტი Beyond Meat-ის მცენარეული ხორცისგან მზადდება და უშუალოდ მაკდონალდსთან კოლაბორაციით შეიქმნა. როდესაც McPlant პირველად გამოჩნდა ბაზარზე, სწრაფი კვების გიგანტმა განაცხადა, რომ იგი საკულტო გემოს უზრუნველყოფს. მცენარეული ხორცი ისეთივე წვნიანია, როგორც ჩვეულებრივი.

მართალია, ჯერჯერობით კომპანია ზუსტ ობიექტებს არ ასახელებს, რომლებშიც მცენარეული ხორცით დამზადებული ბურგერები გაიყიდება, თუმცა შტატების ჩამონათვალი უკვე ცნობილია. გარდა ამისა, მაკდონალდსი ცდილობს, სიახლე სხვა ქვეყნებშიც დანერგოს – მათ შორის, შვედეთში, დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და დიდ ბრიტანეთში.

მიუხედავად იმისა, რომ მაკპლანტი ჯერჯერობით მხოლოდ ჰამბურგერს გვთავაზობს, სამომავლოდ მცენარეული პროდუქტების მთელ ხაზს მივიღებთ – მაგალითად, ქათმის შემცველ მენიუშიც.

მძარცველებმა, Deepfake-ის გამოყენებით, ბანკიდან $35 მილიონი მოიპარეს

შვედური კომპანია ფოლადის საწარმოებლად მწვანე წყალბადს იყენებს