6
Oct
2019

McRib – ბარბექიუ სენდვიჩი მაკდონალდსის რესტორნებში ბრუნდება

6 Oct 2019

McDonald’s-მა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ 8 ოქტომბრიდან ბარბექიუ სენდვიჩი McRib სწრაფი კვების 10 000 რესტორანში დაბრუნდება – თუმცა, შეზღუდული დროით. მაკდონალდსმა იგი პირველად 1981 წელს გამოუშვა, ხოლო მენიუდან 4 წლის წინ ამოიღო, ახლა კი ამავე მენიუში ბარბექიუ სენდვიჩი დაბრუნდება, როგორც ერთგვარი სეზონური პროდუქტი. და მაინც, რატომ ბრუნდება McRib შეზღუდული დროით, თუკი მას აქამდეც ბევრი მოყვარული ჰყავდა?

არათუ ცხადში, სენდვიჩის ვიზუალი სურათზეც კი არ მოგეწონებათ. დიახ, სწორედ დიზაინია იმის მიზეზი, რომ იგი მაკდონალდსის რესტორნებში აღარ იყიდება. რაც შეეხება სეზონურ პროდუქტს, იგი ერთგვარი წამახალისებელი მოგონებაა, რომელიც მენიუდან ამოღებულ პროდუქტებს ბევრად მეტი რაოდენობით ჰყიდის, ვიდრე ეს მაშინ, როცა პერმანენტულად იყიდება ხოლმე. McRib-იც სწორედ ამ მიზნით ბრუნდება მაკდონალდსის მენიუებში.

განხილვა