ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული Spotlight Tech კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. ახლა კი, 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია მაკდონალდს საქართველო. Spotlight Tech-თან მეგობრობაზე მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე შენგელია გვესაუბრა.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რა მნიშვნელობის მატარებელია სფოთლაითი ქართული რეალობისთვის?
სფოთლაითმა შექმნა პლატფორმა, სადაც მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ ყოველწლიურად ერთად განიხილონ საინტერესო ქეისები, ისაუბრონ მიმდინარე გამოწვევებზე, გააზიარონ ახალი პროექტები, დაესწრონ ვორქშოპებს და მოისმინონ ინსპირაციული გამოსვლები, რაც ახალი იდეების გენერირებას უწყობს ხელს. მთლიანობაში, ჩემი ხედვით, ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო მარკეტინგის სფეროს მეტად განვითარებას, დააკავშირა და შეახვედრა ბევრიი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ხელი შეუწყო ახალი იდეების გაჩენას, სტარტაპების შექმნას, ბიძგი მისცა მარკეტერებს მეტი იფიქრონ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.
M: თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდაჭერა?
სფოთლაითის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ამ ღონისძიებამ მომავალშიც შეძლოს იმ საქმის კეთება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ სფოთლაითის მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ ამ საქმით ჩვენც შეგვაქვს მცირე წვლილი მარკეტინგის სფეროს განვითარებაში ქართულ ბაზარზე.
M: რას ელით წლევანდელი ტექნოლოგიური სფოთლაითისგან?
მოლოდინი, როგორც ყოველთვის, მაღალია. წლევანდელი სფოთლაითისგან ველი მეტ სიახლებს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით, საინტერესო დისკუსიებსა და სპიკერებს.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.
ბილეთები 1-ლი მაისიდან გაიყიდება, tkt.ge-ზე.