in

მდგრადი ტრანსპორტის განვითარება საქართველოში

ტრანსპორტი საქართველოში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მსხვილი წყაროა – NOx-ის გაფრქვევების 70 % და აქროლადი ორგანული ნაერთების 40% სატრანსპორტო სექტორზე მოდის. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ავტოპარკი მოძველებული და ცუდ მდგომარეობაშია. ავტომანქანების 45.5%-ზე მეტი 20 წლის და მეტი ასაკისაა. გარდა ამისა, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება იმპორტირებული ავტომანქანების რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც იმპორტირებული ავტომანქანების გამონაბოლქვის სტანდარტები საქართველოში არ არსებობს. ამიტომ, იმპორტირებული ავტომანქანებისთვის გამონაბოლქვის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების დანერგვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

2020 წლის მაისში, გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) პარტნიორ ორგანიზაცია CENN-თან ერთად, საქართველოში პროექტის – დაბალემისიანი მდგრადი ტრანსპორტის II ფაზის – დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) კვლავ აპირებს დაეხმაროს საქართველოს ქვეყანაში ავტომანქანების გამონაბოლქვის ევროპაში მოქმედი სტანდარტების ექვივალენტური სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და კლიმატიც ცვლილებების შედეგების შერბილების მიზნით დაბალემისიან სატრანსპორტო საშუალებებზე გადასვლის გლობალურ პროცესს.

დაბალემისიანი მდგრადი ტრანსპორტის პროექტის II ფაზის მიზანს წარმოადგენს ტექნიკური დახმარების აღმოჩენა სატრანსპორტო საშუალებების არსებული და შემოთავაზებული სტანდარტების ანალიზის პროცესში, რომელიც მოიცავს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემოღების შესაძლო ეკონომიკური ზემოქმედების შესაფასებლად.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ეყრდნობა განხორციელებული პროექტის – საქართველოში მსუბუქი და მძიმე სატვირთო ავტომანქანებისთვის ევროკავშირის ემისიების სტანდარტების დანერგვა – შედეგებს, აგრძელებს საქართველოს მთავრობის დახმარებას საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციისა და სატრანსპორტო სექტორის მავნე გამონაბოლქვისგან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში დაბალემისიანი სატრანსპორტო პოლიტიკისა და სტანდარტების დანერგვის ხარჯეფექტიანობის კვლევას. კვლევა ჩატარდება პროექტის წამყვან პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი, თავის მხრივ, დააჩქარებს საქართველოში დაბალემისიანი სატრანსპორტო პოლიტიკისა და სტანდარტების დამკვიდრების ინოვაციური მიდგომების დანერგვის პროცესს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მჭიდრო კონსულტაციების გზით.

 

[R]

ყურსასმენის კაბელი Google-ისგან, რომელზე შეხებითაც მუსიკას გადართავთ, დააპაუზებთ და ა.შ.

Le Méridien Batumi სტუმრებს 15 ივნისიდან მიიღებს