in ,

ვეძებ მდიდარ ქმარს ანუ ნუ იყიდით ლამაზ ცოლს!

დღესდღეობით “ წარმატებული“ ქორწინებისათვის ფინანსურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება,  არსებობს გამოთქმა, რომ „ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი,მაგრამ პორშეში ტირილი სჯობს ველოსიპედზე ტირილს“. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ახალგაზრდა გოგონები კომფორტულ ცხოვრებას და მდიდარ ქმრებს ეძებენ.

ამერიკაში პოპულარულ ფორუმზე გამოჩნდა განცხადება,რომელსაც უცლველად გთავაზობთ:

სათაური : „რა უნდა გავაკეთო, რომ გავთხოვდე მდიდარ მამაკაცზე“

– მე გადავწყვიტე გულახდილად გიამბოთ ჩემი ისტორია, ვარ ლამაზი გოგონა კარგი გემოვნებით და მსურს გავხდე მდიდარი მამაკაცის მეუღლე, მისი წლიური შემოსავალი მინიმუმ 500 ათასი დოლარს უნდა შეადგენდეს.  მოგეხსენებათ ნიუ-იორკში თუ ადამიანს წლიური შემოსავალი მილიონზე ნაკლები აქვს ის საშუალო ფენად ითვლება ამიტომ არმგონია ბევრს ვითხოვდე. თქვენი დახმარება მჭირდება მიპასუხეთ შემდეგ კითხვებზე, რომ გამიადვილდეს მომავალი მეუღლის პოვნა:

1)      სად იკრიბებიან მდიდარი “სასიძოები”/ოჯახის შვილები (მაინტერესებს ზუსტი მისამართები ბარები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები)

2)      რომელ ასაკობრივი ჯგუფი ვარჩიო?

3)      ჩემი დაკვირვებით მდიდარ მამაკაცებს ხშირად საშუალო გარეგნობის ცოლები ყავთ და როგორ ახერხებენ ეს ქალბატონები მათ მოხიბლვას?

4)      ვინაიდან ჩემი მიზანია გათხოვება, როგორ იღებთ გადაწყვეტილებას გოგონა თქვენი მეუღლე გახდეს თუ უბრალოდ გელფრენდი

 

რამდენიმე საათში გამოჩნდა საინტერესო წერილის პასუხი, პასუხის ავტორი იყო JP Morgan -ის დირექტორი.

 პასუხი:

გამარჯობა, გავეცანი თქვენს წერილს ის საკმაოდ საინტერესოა და დარწმუნებული ვარ ბევრი გოგონაა, რომლებსაც აწუხებთ იგივე კითხვები რაც თქვენ, ჩემი წლიური შემოსავალი გაცილებით მეტია ვიდრე 500 ათასი თუმცა თქვენი ცოლად მოყვანა არასწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მხირდან. მსურს აგიხსნათ ჩემი გადაწყვეტილება:

თქვენ მთავაზობთ მე ჩვეულებრივ გარიგებას სადაც ერთი მხარე აწვდის პროდუქტს „საკუთარ სილამაზეს“ რაშიც მეორე მხარე იხდის „ფულს“ ერთი შეხედვით ყველაფერი გასაგები და მარტივია, მაგრამ ამ გარიგებაში არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა, თქვენი სილამაზე წლიდან წლამდე დეპრესიაციას განიცდის ჩემი ფული კი წლიდან წლამდე გაძლიერდება, ეკონომიკის თვალით თუ შევხედავთ ჩემი ქონება წლიდან წლამდე დაფასდება და თუ დიდ შეცდომას არ დავუშვებ ფული არ დაიკარგება, ხოლო თქვენი „ქონების“ ანუ სილამაზის „ფასი“ კი წლიდან წლამდე დაეცემა.

ვეცდები გამოვიყენო ტერმინები, რომლებსაც ჩვენ ვოლსტრიტზე ვიყენებთ, როცა ვიძენთ ქონებას თუ მისი ფასი ეცემა ასეთ ქონებას ან ვყიდით ან ლიზინგით გავცემთ, იგივე ემუქრება თქვენი ქორწინების გარიგებასაც, ამიტომ მე გირჩევდით შეწყვიტოთ ოცნება მდიდარ ქმარზე და თავად მოიპოვოთ სიმდიდრე, საწყენად ნუ მიიღებთ,მაგრამ ჩვენ სეგმენტში მაქსიმუმ როგორც მოკლე ვადიანი აქტივი ანუ საყვარელი ისე „გიყიდოთ“.


100 მილიონი 1 ოფისში

როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია ?