in

“მძღოლსაც გააჩნია” – სოკარის ახალი კამპანია, რომელიც გვახსენებს, რომ ყველაფერს საგზაო მოძრაობის წესები ვერ დაარეგულირებს

სოკარი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ახალ კამპანიას იწყებს. კამპანია „მძღოლსაც გააჩნია“ იმით გამოირჩევა, რომ აქცენტს მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე არ აკეთებს. ხაზგასმული იქნება ისეთი უარყოფითი საქციელი, როგორიცაა გაბმული სიგნალი, გზის დათმობისა თუ დისტანციის დაცვის პრობლემა, საჭესთან გინება და ა.შ. ყველაფერი ის, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, რადგან ასეთი „ცუდი მძღოლები“ საკუთარ მანქანაში თავს დაცულად გრძნობენ.

სოკარის მიერ მომზადებულ ვიდეოებში ასეთი მძღოლები ფეხით მოსიარულეებად გადაიქცევიან, თუმცა განაგრძობენ ისე მოქცევას, როგორც საჭესთან. შედეგად, უფრო თვალსაჩინო გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, არამედ უბრალოდ კარგად მოქცევაც.

კომპანია ყოველთვის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს. მიმდინარე სასწავლო წელს, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ინიციატივით, კერძო სკოლების უფროსკლასელებს პირველადი დახმარების ტრენინგიც უტარდებათ. ტრენინგების კურსი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტრენერებთან ერთად ტარდება და მოსწავლეები სწავლობენ, როგორ უნდა მოიქცე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებთან. სწავლობენ ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას, ჭრილობის დამუშავებას, მოტეხილობის გადახვევას და სხვა საჭირო ქმედებებს.

უსაფრთხოება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის CSR პლატფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია. კომპანია ეწევა საგზაო უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების პოპულარიზაციას, სხვადასხვა კამპანიის საშუალებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით სოკარმა უკვე განახორციელა ორი მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია „შენი გზა“ და „გაატარე“.

ბარტერიდან კრიპტოვალუტამდე – რევოლუცია უძრავი ქონების ბიზნესში

Cellfie – როგორ შეიქმნა ახალი, 100%-ით ქართული სატელეკომუნიკაციო ბრენდი