in

მძიმე მეტალის ხმებით ვისკი დააძველეს!

მას „მეტალიკის“ გემო აქვს…

Metallica ამერიკული ჯგუფია, რომლისთვისაც, ალბათ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ, მაგრამ ოდესმე მისი გემო გიგრძნიათ? უახლესი ჭვავის ვისკი Rye The Lightning, რომელიც 1984 წლის Ride The Lightning-ის ალბომის ვიბრაციებით არის გაძლიერებული“, მეტალიკის ენერგიას თქვენი ენითა და როგორც ამბობენ, გულითაც კი გაგრძნობინებთ.

BLACKENED ბრენდის ქვეშ წარმოებული სასმელი BLACK NOISE მეთოდით კეთდება, რაც კასრებს ჯგუფის მუსიკით აფეთქებს“. მსგავსი რეზონანსით ხესთან ვისკის ურთიერთქმედება ძლიერდება, სასმელი კი უფრო მძაფრ გემოს იღებს.

დიახ, 5-8 წლამდე დაძველებული Kentucky-ის ჭვავის ვისკი შესაბამისი გემოს მიღებამდე Ride The Lightning-ს „უსმენს“, თუმცა ბარმენი რობ დიტრიხი ამ პროცესს 2012 წლის Orion Music + More ფესტივალის ჩანაწერით აგრძელებს… 

ალკოჰოლური სასმელების ხმით დაბერების იდეა კი ვოკალისტ დეივ მასტეინის აღფრთოვანებას უკავშირდება იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ერთი ნოტი მთლიან სურათს… ამან კი შემდეგი კითხვაც გააჩინა — როგორ იმოქმედებს მეტალიკის“ კონცერტის ვისცერული ეფექტები ვისკზე? რასაც პასუხი უახლესი ჭვავის ვისკის გემოთი გასცეს. 

Rye The Lightning ლეღვის, თივის, ფიჭვის, მსხლის, რომის ნამცხვრის, პიტნის, სიმინდის, შაქრის ლერწმის, ნიგოზისა და დარიჩინის ნოტებს შეიცავს, მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის არ არის, ალტერნატივად Cheez-It-ისა და Pandora-ს ხმით დაძველებული ყველის კრეკერები შეგვიძლია შემოგთავაზოთ, რომლებიც არა მძიმე მეტალის ხმებით, არამედ ჰიპ-ჰოპ მუსიკის ვიბრაციით მზადდება.

რას გთავაზობთ გამომცემლობა ინტელექტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

„შენია“: „მივხვდით, რომ მომხმარებლების გულის გასაღები გვეჭირა ხელში“